კახი კალაძე 23 ლეგენდას შორისაა, რომლებმაც მსოფლიო თასზე ვერ ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა football.ua-მ გამოაქვეყნა 23 ლეგენდარული ფეხბურთელისაგან შემდგარი სია, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" მცველი კახი კალაძე შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"კახი კაალძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეოთხე შედეგია. "როსონერის" რიგებში კალაძემ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1-ხელ სერია A, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

კიევის "დინამოსთან" ერთად კალაძე უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თბილისის "დინამოსთან" ერთად კი
4-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კახი კალაძე 4-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი."

კახის გარდა, აღნიშნულ 23 ფეხბურთელს შორის შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:


მეკარეები

ნევილ საუთჰოლი (უელსი)
ალენ გუამენე (კოტ დ'ივუარი)
იასი იასკილაინენი (ფინეთი)

მცველები

ავი კოენი (ისრაელი)
როჯერ მენდი (სენეგალი)
სამი ჰიიპია (ფინეთი)
ჰასან სალიჰამიდიჩი (ბოსნია)
იონ აარნე რიისე

ნახევარმცველები

ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
აბედი პელე (განა)
იარი ლიტმანენი(ფინეთი)
რაიან გიგზი (უელსი)
პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი)
ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი)
ხუან არანგო (ვენესუელა)
სეიდუ კეიტა (მალი)
ალეკსანდრ გელბი (ბელარუსი)

თავდამსხმელები

ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი)
იან რაში (უელსი)
ჯორჯ ვეა (ლიბერია)
ეიდიორ გუდიონსენი (ისლანდია)
დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 38 /
ამ საიტზე მხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ კახა, მე რა რომ ის პოლიტიკოსია? კახა იყო ლეგენდა, აბა მითხარით ბევრია ვინც 2 ჯერ ლიგა მოიგო თუნდაც ევრიპელი ფეხბურთელები, აღარ ვლაპარაკობ ქართველ ფეხბურთელებზე. მშვენიერი და სახელოვან შემადგენლობაში დაუსახელებიათ კახა. დრო გავა პოლიტიკიდან წავა და მერე უფრო დავაფასებთ მას. ისე მეც არ მომწონს როგორც პოლირიკოსი, მარა ასეთი ფეხბურთელი კაი ხანი აღარ დაგვესიზმრება რომ უყურებ რა გუნდებში არიან ჩვენები.
G.LA
22:02 05-06-2020
6
იმ დონეზეაქ კალაძეს ნათამაშები კრიტიკისთვის ადგილიც არ დატოვა ნეტა მაგის ნახევარი
მაინც ეთამაშოს ყველა ქართველს.რა გუნდებში თამაშობენ დღეს ჩვენები როტორი და ტრაქტორი.ირტიში კვინტრიში.დდ
zaza
23:41 05-06-2020
3

სიახლეები პოპულარული