სსრკ-დან ფეხბურთელების უცხოეთში ტრანსფერები - როდის დაიწყო და როგორ ხდებოდა ის

AutoSharing Option
ბრწყინვალედ მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირის არსებობის უმეტეს პერიოდში სპორტსმენების უცხოური ქვეყნის კლუბებში გადასვლა აკრძალული იყო. ტრანსფერების ინსტიტუტი სსრკ-ში მხოლოდ 1987 წელს დაუშვეს და მისი ორგანიზებისათვის მინისტრთა საბჭომ სახელმწიფო სპორტის კომიტეტის ფარგლებში შექმნა სოციალური გაერთიანება "სოვინტერსპორტი".

ორგანიზაციას უცხოეთში სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ექიმების გაგზავნაზე მონოპოლია ჰქონდა. პირველ რიგში, უცხოელ აგენტებს იწვევდნენ და არც ისე დიდ დროში 1200 კონტრაქტი გაფორმდა 40 სხვადასხვა ქვეყანაში.

იმ დროისთვის, ეს ზედმეტად მიმზიდველი ბიზნესი გახლდათ, რადგან სფეროში მილიონობით დოლარი ტრიალებდა, თავად ფეხბურთელები კი თეთრებს იღებდნენ. "სოვინტერსპორტის" საშუალებით
უცხოეთში წასვლის შემდეგ მათ მხოლოდ ბინის საკითხს უგვარებდნენ და თავად სპორტსმენების თქმით, მათით უცხოეთში გაგზავნის შემდეგ აღარავინ ინტერესდებოდა.

თუმცა, უფრო საინტერესო ის გახლავთ, როგორ ნაწილდებოდა უცხოური კლუბისაგან მიღებული თანხები. ტრანსფერიდან 50% სახელმწიფო სპორტის კომიტეტს რჩებოდა, 41% - სპორტსმენის ყოფილ კლუბს, 5% - თავად სპორტსმენს და 4 - "სოვინტერსპორტს". ნათელი მაგალითი იყო საბჭოთა ნაკრების ფეხბურთელის, ვაგიზ ხიდიატულინის "ტულუზაში" ტრანსფერი, რომლის კონტრაქტის თანახმად, მოთამაშის ხელფასი 30 000 დოლარი იყო, თუმცა თავად ფეხბურთელი მხოლოდ 1000 დოლარს იღებდა, დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურებზე ნაწილდებოდა. როცა ფეხბურთელმა იკითხა, მხოლოდ 1000-ს მიტოვებთო? უპასუხეს, ელჩზე მაღალი ხელფასი არ უნდა გქონდესო...

პირველი და ყველაზე ხმაურიანი გარიგება, რომელიც "სოვინტერსპორტმა" გაჩარხა, ალეკსანდრ ზავაროვის "იუვენტუსში" ტრანსფერი იყო. მოსკოვში კლუბის პრეზიდენტი პიეტრო ჯულიანო და კონცერნ "ფიატის" ვიცე-პრეზიდენტი ალბერტო ტიაძოლდი ჩაფრინდნენ. ზავაროვი 5 000 000 დოლარად გაყიდეს. 2 000 000 კიევის "დინამოს" შეხვდა, 200 000 - "სოვინტერსპორტს", დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა. ამასთანავე, კიეველებმა "იუვენტუსისგან" ავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილიც მიიღეს.

აღსანიშნავია მაშინდელი განცხადება, რომლის თანახმადაც, ზავაროვი "სოვინტერსპორტის" მიერ განსაზღვრული ნორმებით მიიღებდა ხელფასს და ამ წესების მიხედვით, ფეხბურთელს მხოლოდ 725 დოლარის მიღება შეეძლო. საბჭოთა მოქალაქეს უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნა ეკრძალებოდა. თუმცა, რეალურად ყველამ იცოდა, რომ ზავაროვი ხელფასის სახით 200 000 დოლარს იღებდა და მისი ყველა საკუთრება (ბინა, მანქანა და ა.შ.) კლუბის ბალანსზე იყო.

მომზადებულია sovsport-ის მიხედვით

როგორც საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებს შეეფერება, აღნიშნულ პროცესსაც მარაზმული ხასიათი ჰქონდა. თუმცა შემდეგ ფიფამ ლიცენზირების სისტემა შექმნა და პირველი პროფესიონალი, ოფიციალური საფეხბურთო აგენტებიც გამოჩნდნენ, თუმცა "სოვინტერსპორტი" სსრკ-ის დაშლის შემდეგაც განაგრძობდა მუშაობას...
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ბოლო თვეებში ამ საიტზე გახშირდა საბჭოთა პერიოდის ამბების გადმოცემა, იმდროინდელი ფეხბურთელების ისტორიები და ზოგადად მიდი აქტიური საბჭოური წარსულის თხრობა. არაფერს არ ვერჩი იმდროინდელ ფეხბუღთელებს, მითუმეტეს ჩვენებს, მაგრამ საბჭოურობა ძაან წამოწეულია. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ ან სპეციალურად ცდილობთ საბჭოთა პერიოდისადმი ნოსტალგიის გაცოცხლებას, ან უბრალოდ წინდაუხედაობით მოგდით. რომელიც არ უნდა იყოს, ალბათ მეტი ყურადღება გმართებთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, იმდროინდელ ამბებს არაფერს არ ვერჩი, იბრალოდ ნუ გვტენით საბჭოთა ისტორიის გაცოცხლების კონტექსტით.
გიორგი
17:36 16-06-2020
34
ის საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი კი არა უბრალოდ რუსეთის დაპყრობილი ქვეყნები იყო. მითხარით ქვეყანა რომელიც თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს? მაგალითად საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების გამყარებას 800 000 ქართველი შეეწირა 1921 წელს მათ შორის 300 000 სტუდენტი. ივანე ჯავახიშვილის მეთაურობით სტუდენტები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. გთხოვთ ნუ ახდენთ საბჭოთა პროპაგანდას რუსეთუმეები. ვისაც დამოუკიდებელი საქართველო არ მოწონს შეუძლია წავიდეს რუსეთში არავინ არ გამოგეტირებათ.
roma bejanidze
11:22 17-06-2020
4

სიახლეები პოპულარული