ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლეგანდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ბელარუსული "პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერიუში თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ უსამართლობაზე ისაუბრა.

- ეს თქვენს ცხოვრებაში უსამართლობის პირველი შემთხვევა იყო?
- ამ სიტუაციას უსამართლობას ვერ ვუწოდებდი. მწვრთნელმა მაინც შემიყვანა ნაკრებში, ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მაშინ სათადარიგოთა შორის რომ დავრჩენილიყავი...

საწყენი შემდგომ იყო. 1981 წლის სექტემბერში თბილისის "დინამო", როგორც ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, მადრიდის ტურნირზე მიიწვიეს. იქ, "რეალის" გარდა, მონაწილეობა "ბაიერნმა" და "ალკმაარმა" მიიღეს. იქ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი.

შემდეგ კი აპრილი დადგა და ბესკოვმა და ლობანოვსკიმ ნაკრებში არც
მე მიხმეს და არც ყიფიანს. შესაბამისად, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით. ახლა წყენით არ ვლაპარაკობ, მაგრამ ლეონიდ ბურიაკი იქ მოტეხილი ფეხით წავიდა. როდესაც ნაკრები ესპანეთში ჩაფრინდა, მის დასახვედრად მისულ ჟურნალისტებს ძალიან გაუკვირდათ, რომ შემადგენლობაში არც მე ვიყავი და არც დავითი - ეს ესპანეთში ერთი წლის წინ მოწყობილი ფურორის შემდეგ. მაშინ ბესკოვს უთხრეს: "რადგან გუცაევისა და ყიფიანისათვის არ მოიძებნა ადგილი, ეტყობა, ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ".

თქვენ გახსოვთ, როგორ გამოვიდა იმ პირველობაზე საბჭოთა ნაკრები. ასე რომ, ეს ყველაზე დიდი უსამართლობა იყო, რომელმაც კვალი მთელ ჩემს ცხოვრებაზე დატოვა. არა მარტო ჩემს, არამედ ყველა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში. თუ თბილისში ჩამოხვალთ და ამ თემაზე განსჯას დაიწყებთ, თანამოსაუბრეები ფურთხებას და უცენზურო სიტყვების წარმოთქმას დაიწყებენ.

- მაგრამ მაშინ სამწვრთნელო შტაბში თქვენი "დინამოს" თავკაცი ნოდარ ახალკაცი შედიოდა...
- ის არც საწვრთნელ პროცესში და არც შემადგენლობის არჩევაში არ ერეოდა. ყველაფერს ბესკოვი და ლობანოვსკი წყვეტდნენ. ლობანოვსკის პროგრამებს იყენებდნენ, ხოლო ვარჯიშებს ბესკოვი ატარებდა. მას გენადი ლოგოფეტი და ვლადიმირ ფედოტოვი ეხმარებოდნენ.

- აბა, ახალკაცი რატომ იყო ნაკრებში?
- მაშინ ყველაფერს პარტიის ცენტრალური კომიტეტი წყვეტდა. ისინი მრავალ სისულელეს სჩადიოდნენ. ერთდროულად სამი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაც ამ კატეგორიიდანაა. ყველა ფეხბურთელი, თვით საშუალო დონისა, დაგიდასტურებთ, რომ თუნდაც ორი ერთნაირი მთავარი მწვრთნელის ყოფნა გუნდში არ შეიძლება. ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა მომხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ესაა გენიალური საფეხბურთო თაობა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიამ იმსხვერპლა. დიახ, მათ გასაქანი არ მისცეს ოქროს ბიჭებს. მერწმუნეთ, ის უდიდესი შედეგები, რაც მათ მაინც შეძლეს, "წვეთი იყო ზღვაში" მათ შესაძლებლობებთან. მათ მეტი და ფართო ასპარეზი სჭირდებოდათ და კიდევ უფრო გაძლიერდებოდნენ. ეს უნიკალური მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში, რომ ასეთი გუნდი ერთ თაობაში შეიკვრება. სსრკ-ში იცოდნენ, რომ ამ გუნდს სანაკრებო დონეზეც ევროპის და მსოფლიოს მოგებაც შეეძლო, თუმცა არ აწყობდათ, რადგან ეს იქნებოდა მხოლოდ ქართული ტრიუმფი და არა საბჭოთა. მათ ხომ 15 რესპუბლიკიდან უნდა შეეკრათ უძლეველი გუნდი, თან დომინანტი რუსები უნდა ყოფილიყვნენ. ამაში ცდებოდნენ მწარედ და ამიტომაც გასწირეს ეს გენიალური თაობა, რომლის მსგავსი საუკუნეებში ერთიც კი სანატრელია.
სიმართლე
01:33 30-07-2020
2
გუცაევი რა თქმა უნდა იმსახურებდა 1982 წლის მსოფლიოზე თამაშს და რომ არ წაიყვანეს დიდი უსამართლობაა! რაც შეეხება ყიფიანს ის რომ 1982-ის ჩემპიონატზე ყოფილიყო ისეთი, როგორიც 1981 წელს იყო, ნამდვილად დიდ სახელს მოიხვჭდა, მაგრამ როგორც მახსოვს სეზონის მიწურულს საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვერ მოხვდა ნაკრბში!
aburjga
12:42 29-07-2020
18

სიახლეები პოპულარული