თბილისის "დინამო" ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ძმათა სასაფლაოს ეწვია, გარდაცვლილთა საფლავები გვირგვინებით შეამკო და "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კი მოკლე კომენტარი გააკეთა.
"ყოველ წელს ჩვენი გუნდი აქ აუცილებლად მოდის. ეს აუცილებელია, რათა არავის დაავიწყდეს ეს ბიჭები.
აქვე ყველა ის უხილავი გმირი მინდა მოვიხსენიო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მათი არც სასაფლაო არსებობს და სამწუხაროდ, სახელებიც ყველას დაავიწყდა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი უამრავი გმირი ჰყავდა.
დიდება გმირებს! მათ გარეშე საქართველოს ხვალინდელი ისტორია ვერ დაიწერება. ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველამ თავი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა, მათ ქველაფერი გააკეთეს. დანარჩენი ჩვენზეა", - განაცხადა რომან ფიფიამ.
რომან ფიფიამ 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართი შეუძინა
ცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" "ტირანას" დამარცხების შემთხვევაში