კახა ჩხეტიანი: მიზანი ჯგუფური ეტაპია - კლუბის პრეზიდენტი დიდ პრემიებს დაგვპირდა

AutoSharing Option
"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მიდი დინამო. ყურადღებით თამაში და ამ ბარიერს უპრობლემოდ გავივლით. აქ ათასი გენიოსი რომ წერს აზრებს და ზოგს დინამოს წაგება უნდა აი პირველ რიგში მაგათ უნდა ჩაუსვაროთ ოცნებებში. ბევრნი გგულშემატკივრობთ. დინამოს გაუმარჯოს!
გურამი
19 აგვისტო 2020 01:30
9
რათქმაუნდა წარმატებას ვუსურვებ დინამოს. მაგრამ არ მჯერა ფიფიასი და ყოველ წელს ერთი და იგივე ტაქტიკის, რომელიც მუდამ დინამოს გამოვარდნით და შერცხვენით სრულდება. მართლა ჯგუფური ეტაპი თუ უნდა ვინმეს, ამას პრემიების დაპირება კი არა, გაძლიერება სჭირდება გუნდის და არა შენგელიას და ლიდერების ჭ კლასის გუნდებში გაყიდვა
გადასარევი გიორგი
19 აგვისტო 2020 01:23
0
შენ და შენ უფროსს.... იმედია ტირანა მაგრად ამოგტენით ამოვიდა თქვენი დაპირებები ყელში ყოველ წელს ერთი და იგივეს იმეორებთ... და როგორც კი ნორმალური გამოჩნდება გუნდში ეგრევე ყიდით რაღაც ბანძ გუნდებში კაპიკებზე მიმიფურთხებია თქვენთვის საერთოდ აიკრძალოს დინამოსთვის ევროტურნირები... ამ კომენტარს თუ დაბლოკავთ ეს ბოლო შემოსვლა იქნება ამ საიტზე ჩემი
Jeyjey
19 აგვისტო 2020 00:52
11
გურამს - პაოკი და გენტი ბანძი გუნდი არაა? აბა რა არის. სად დინამო და სად პაოკი, ჩვენ რომ თავმოყვარეობა გვქონდეს
გადასარევი გიორგი
19 აგვისტო 2020 21:17
0
აი რამდენი ნეგატივი გიწერია, ჯერ ვინ გაუშვეს ბანძ გუნდში, პაოკია ბანძი თუ გენტი, თუ შენ იუვენტუსში გაშვებას იყავი მიჩვეული. თუ არ გულშემატკივრობ შეეშვი ამ გუნდს და იმ გულშემატკივარს ვინც მხარში უდგას დინამოს.
გურამი
19 აგვისტო 2020 01:32
6
ფეხბურთელებს უნდა აღზრდა, ესპანელები კიდევ შემტევი ხაზის აღზრდას არ უნდა გააკარო.
ddgfdf
19 აგვისტო 2020 00:46
3
მომავალ წელსაც იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდება შედეგი 0 !
beqa
19 აგვისტო 2020 00:05
0
ფიფია სიაფანტია.გააძლიერე გუნდი კარგი ლეგიონერებით. რა პრემიებს პირდები ხომ ისედაც იცი რომ ვერ მოხვდებიან ამ შემადგენლობით ჯგუფში
გია
19 აგვისტო 2020 00:02
0
რადგან პრემიებს დაპირდა, მაშინ მესიც კი, მესი სიმონ! ვინ ჩემი ფეხებიაა მესი ტოოო?
განა საქმე ფულშია, საქმე ვალაყუჩაშია პრეზიდენტო, ვალა ყუჩა შიიი! პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ „„„დაპირება ყველაზე იაფი ჯდება, წონა კი, დიდზე დიდი აქვს“““... აასეა ხომ?
ფული ბაბაია, ფული და შვლიპე იასონ, შვლიპე !!! ....ვაი ჩვენ პატრონს უდღეურს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18 აგვისტო 2020 23:54
3
ეს საერთოდ გაგებაში იყოს მწვრთნელობის რა...დინამო და ფეხბურთი შემაზიზღე. ელვა არ დაგეკარგოს არსად
ბაბუაწვერა
18 აგვისტო 2020 23:12
11
ნეტავი ასე მოხდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამორიცხულია დინამო მოხვდეს და ეს კარგად იცის ფიფიამ,თორემ რა პრემიებს შეპირდებოდა. ჯგუფური ეტაპი კი არა ხვალაც არ ვართ აშკარა ფავორიტები. აი ცვერნა ზვეზდაზე ხო აღარაფელს ვამბობ.
გოგა
18 აგვისტო 2020 23:10
1
რომელ ჯგუფში გინდათ ბარსელონასთან და რეალთან თუ ბაიერნთან მაინც იქაც რო რაგაც შანსები გვქონდეეს თქვით ნუ მოგერიდებათ
lasha
18 აგვისტო 2020 23:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული