ვიეტნამურმა გამოცემამ თბილისის "დინამოს" გამარჯვება იწინასწარმეტყველა და ანგარიშიც დაასახელა

AutoSharing Option
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვიეტნამურმა სპორტულმა ვებგვერდმა bongdanet.vn-მ სტატია მიუძღვნა ჩემპიონთა ლიგის 1-ლი ეტაპის დაპირისპირებას თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შორის და შეხვედრის გამარჯვებულად ქართული კლუბი იწინასწარმეტყველა.

თუ აღნიშნულ ვებგვერდზე შეხვალთ, ძალიან ბევრ სტატიას იხილავთ, სადაც ბუკმეკერული პროგნოზებია მოცემული და "დინამოს" შესახებ დაწერილი სტატიაც მსგავსი ფორმატის ტექსტია.

ავტორს ორივე კლუბის ბოლოდროინდელი თამაშების მოკლე სტატისტიკა აქვს მოყვანილი და მკითხველს გუნდების ზოგად მიმოხილვას სთავაზობს.

სტატიის ბოლოს კი პროგნოზი არის მოცემული. ვიეტნამელების აზრით, დღეს გასამართ დაპირისპირებას თბილისური კლუბი ანგარიშით 1:0 მოიგებს.

არ აქვს მნიშვნელობა,
ეს პროგნოზი აზიურ სიბრძნესა თუ მაგიაზე დაყრდნობით გააკეთეს, ალბათ, ყველას გაგვიხარდება თუ ვიეტნამური ვარაუდი გამართლდება და "დინამო" შემდეგ ეტაპზე გავა. მთავარია, თბილისურ დაპირისპირებაში ყველაფერი ვიეტნამისაგან განსხვავებით, წესების მიხედვით წარიმართოს.


მკითხველის კომენტარები / 22 /
ოდესღაც ვინ იფიქრებდა, დინამო იმ დონეზე დაეშვებოდა რომ ტირანასთან მატჩი ვიეტნამელების პროგრნოზით გავიხმნევებდით თავს :))

წარმატებები ჩვენ დღევანდელ მატჩში
რა დრო დადგა
16:02 19-08-2020
1
დღეს დიდი დღეა... თუ ვინმეს არ მოსწონს მისი საქმეა...წინ დინამო...
მართა ლი
16:44 19-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული