თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
ექსტორპედოელები რომ დაბრუნდეთ მშობლიურ ქალაქში არა? ფიფიას რაც შეეხება ფაქტია ფეხბურთის გაგებაში არ არის და ახლა უკვე მაგის ბიზნესმენობაც საეჭვოა
giorgi
19 აგვისტო 2020 23:15
2
ამაზრზენი და უსუსური გუნდი და მწვრთნელი. ნახევარი ტორპედო რომ გადმოიყვანეს და დინამო დაარქვეს ეგენი არ იყვნენ ყაზახეთი "ჭ" გუნდებთან ისე აგებდნენ გოლსაც რომ ვერ იტანდნენ?! თავმოყვარეობა დაკარგული ხალხი....
იაგო
19 აგვისტო 2020 23:14
1
რომან ფიფია წადი ბოლობოლო ინამუსე და წადი, არ იცი ფეხბურთის არაფერი და წადი. როდემდე უნდა ეგდო ამ გუნდში 2011 წლიდან გდიხარ და მხოლოდ ვაჭრობ ფეხბურთელებით, სხვა არაფერი გამოგდის ინამუსე და წადი. უფრო ცუდ სიტყვებს დავწერდი ვაჭარ ფიფიაზე მაგრამ ამ საიტზე არ გაუშვებდნენ ჩემს სიტყვებს, რომელსაც რეალურად იმსახურებს არარაობა ფიფია.
დაT
19 აგვისტო 2020 23:13
1
გაუჭირდებოდათ...
goga
19 აგვისტო 2020 23:12
0
გულითადი მოკითხვა მამაქალაქიდან ფლაგმანს. ტორპედოს ცოდვებმა გიწიათ რა გუნდი დაშალეთ არასწორებო და როგორ გიხაროდათ . მაგ ალბანელები 5:2 რო გააპო ტორპედომ და პლეიოფს უწია ეს ვერ აიტანეთ დედაქალაქში და სწორედ ბედის ირონიით ალბანურმა გუნდმა დაგაჭედათ ბოლო ლურსმანი საიქიოში გასამგზავრებელ სასახლეზე. ტორპედოს 2018 წლის შედეგს კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევს სხვა ქართული გუნდი. და თუ ვინმე მაგ ეტაპამდე ისევ მივა ეს მხოლოდ ტორპედო იქნება. ასე სამარცხვინოდ გიბრალტარის გუნდები არ აგებენ თქვე საცოდავებო .
Adonis
19 აგვისტო 2020 23:11
29
არსად დაგეკარგოს შენი ჩხეტიანი, ტორპედოელები
გიორგი კაჭკაჭიშვილი
20 აგვისტო 2020 00:08
1
Petere kapelo xar chxeto.shen vinw mwvrtneloba dagabrala ra
Grisha
19 აგვისტო 2020 23:10
0
დინამო არის თუ წნორის მილანი ..უბანში უდროო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ ...ეგრე გააგრძელეთ საგოლლ
Shoti
19 აგვისტო 2020 23:10
0
ბატონო რომან, მოკითხვა თქვენს მეუღლეს დინამოს ყველა გულშემატკივრისგან
დინამოელი
19 აგვისტო 2020 23:09
3
პასი უკან ... ესე დავახასიათებდი დინამოს თამაDს
ზაური
19 აგვისტო 2020 23:08
0
ჯობია დინამო სამოყვარულო გუნდად გადაკეთდეს. ფიფიამ კი პოლიტიკური პარტია შექმნას და დაარქვას ''ცრუდაპირებები''. ჩხეტია კი მონასტერში წავიდეს. ვაი თქვენ და უი თქვენ>
ქომაგი
19 აგვისტო 2020 23:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული