თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
ოოო, ძლიერი მატჩი იყო უდაოდ. ქართულს სტილში. ვაი თქვენს პატრონს, ვინც ილუზიებში ცხოვრობთ
მამადუ და დედადუ
19 აგვისტო 2020 23:08
0
90 წუთი ვიტანჯე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... გუნდს ერთი მომენტი არ შეუქმნია მეტოქის კართან, ამათი ფეხბურთი არ გაიშვა.....
ტარიელი
19 აგვისტო 2020 23:08
0
რაღაც მყრალი სუნი დადგა!!!!
მწრთვნელი
19 აგვისტო 2020 23:08
0
ამის იქეთ აღარაფერია....
jeko
19 აგვისტო 2020 23:08
0
მე და შუალაია ერთად ვიყავით დისტრიბუციაში. არ იყო ცუდი პიროვნება. არ ფეხბურთში რა დაემართა არ ვიცი
რომანი
19 აგვისტო 2020 23:08
0
ის ბრაზილიელი რომ იყო - ნაბიკმაკო თუ ვიღაც - აი ეგ უნდა ამუშაო რომპეტროლის კალონკაზე ჩამსხმელად.
ეგ კიდევ რაღავას ჯახირობდა
19 აგვისტო 2020 23:59
0
აუ მოვკვდი სიცილით ამ კომენტარზე )))))))) მაგარი იყო )))
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:47
1
ეს ხე ხალხი საიდან შეკრიბეს?.

არა მაინც რა იყო ეს ჰაა?

რას ვუყურე ნეტა, რა სპორტი იყო?
გიგა
19 აგვისტო 2020 23:07
0
ტირანამ დინამოს მიუჩინა ის ადგილი სადაც უნდა იყოს!! ნორმალური ლეგიონერი ვერ მოიყვანეს, ეს ბრაზილიელი პლიაჟზე ნაყინს ყიდდა და მოეწონათ თუ რა იყო ვერ გავიგე! ზოგი იძახის რომ ნაკრებში რატომ არ არიან ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებიო და ამათგან რომელი იმსახურებს ნაკრებში თამაშს?? ეხლა თქვენზეა ლოკომოტივი, საბურთლო და ბათუმს ვთხოვ რომ კაცურად ითამაშეთ რომც წააგოთ ესე უსუსურად არ ითამაშოთ. უბრალოდ ის ტეხავს, რომ დინამოს ფეხბურთლებს არ უტყდებათ თბილისის დინამოს მაისური რომ აცვიათ???? მეტი დინამოზე არაფერი მაქვს სათქმელი!
zaza
19 აგვისტო 2020 23:06
0
მცხვენია რა თფიკისის დინამო შემაზიზხა რომან ფიფიამ ანხელა კლუბი ისტორიული რა გახდა ერი ნორმალური ფეხბურთელების ჩამიყვსნა კაი წვთნელის არუდა ბიძია რომანს ფუკიებს გადახდა და უსე არ განვთრდება ფეხუბრი წადი რომანი მოწყდი თფიკისის დინამოს დახუპე შენ ჩამოყვას ფეხბურთეკებს ეგრევე უშვებს ანდა შეგანრჩუნებინა ის ბირთვი რაც იყო შარშან უკვე გაგიშებას ვარ რაა არვუცი რა ნინუაც გაუშვა კაი ფეხბურთეკწბს უშვებს მოყვანს უცხოეკწბს ეგრევე უშვებს ვინა ეს გვეკაიფება ნემგონი თუ არაგაქვს ინდენი ფული რო უხადო მაშინ სხვას მიეცი საშვალება რო განვითარდეს ამხეკა კლიბი წადიიიიიიი ფ8ფია წადიიიიიი დატოვე კლუბიიიიიიიი
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:06
0
სამწუხაროდ ვაი ფლაგმანი...დინამოს თამაშს დავახასიათებდი ორი სიტყვით: პასი უკან ...
ზაური
19 აგვისტო 2020 23:06
0
საშინელება იყოო, ამაზე დაბალი დონის და საშინელი ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში არ მიყურებია, ამათ სულ რომ მილიონი დაუდო კარებში, ბურთს კარში მაინც ვერ გაარტყამენ. დადიოდნენ სირბილის ნაცვლად, მერე ხალხს ლანძღავენ მოედანზე არ დადის გულშემატკივარიო, ამის მერე ვინ მივა ამათ თამაშზე
ლადო
19 აგვისტო 2020 23:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული