თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
აცვანდარა ფიფია,ჩხეტიანი,კვასხვაძე, ესენია პირველი გასაყრელები....დინამო რო გუნდი არაა თელავთან გამოჩნდა,მსაჯების დახმარებით რო წაიღეს ქულა
ვაი თქვენ პატრონს
19 აგვისტო 2020 23:05
1
ითვალეთ ახა პრემიები!!
ანტონ პეხნიჩეკი
19 აგვისტო 2020 23:05
0
ქება და დიდება ჩხეტიანს და მის არწივებს გვასახელეს კიდევ ერთხელ, სოფლებში ბევრად კარგი დონის გუნდებია ხოლმე ვიდრე დღევანდელი დინამო. ფიფია ხომ ცალკე ფენომენია, კაცმა იმის მაგივრად ჩემპიონი გუნდი გაეძლიერებინა დაასუსტა და ფაქტიურად ნახევარი ტორპედო მოიყვანა საჩემპიონთალიგოდ გუნდში. შედეგიც სახეზეა, სანამ ეს კაცი არ დატოვებს დინამოს მანამდე არაფერი გვეშველება!!!
Lado
19 აგვისტო 2020 23:04
0
ფლაგმანი გადაერთვება დაბალ რანგზე და იქნებ იქ მაინც გაგვახაროს
შოკირებული გულშემატკივარი
19 აგვისტო 2020 23:04
25
ვფიქრობ, რომ ფიფიამ გულშემატკივარს უნდა აუხსნას რა ხდება, ასეთი უმწეო რატომაა გუნდი. რატომ არ მოყავთ ორი-სამი კვალიფიციური მოთამაშე. დინამო მარტო ფიფიასი არაა. ტირანასთან მარცხის გამო ჩხეტიანი უნდა წავიდეს!! სასწრაფოდ!!ფიფიამ კი გადადგას ქმედითი ნაბიჯები ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად. ბუღრიძეები, ლოჩოშვილები და კაპანაძეები და მისთანები დინამოსთვის შეუფერებელია.
გიორგი
19 აგვისტო 2020 23:04
1
"დინამოს" ფიფიას ხელში დიაგნოზი დიდი ხანია დასმული აქვს, კაცს ამდენი წელია არაფერი გაუკეთებია გუნდის გასავითარებლად და ვინმეს რატომ ეგონა რომ მაინდამაინც წელს შეიცვლებოდა რაიმე? იმ ანეგდოტის არ იყოს გავსინჯე და მართლა მძ...ი არ ყოფილაო.
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:04
0
დავით თარგამაძე რომ გყოლოდათ გუნდში არ გამოვარდებოდით.
Giorgi kakaladze
19 აგვისტო 2020 23:20
12
ეჰ ეჰ რატომ არ მიკვირს ნეტავ
beqa
19 აგვისტო 2020 23:03
0
Fuu,bandzebi,davai Ra pirvel ligashi da ibodialet!
Devkalioni
19 აგვისტო 2020 23:03
0
და რომ შევეშვათ სპორტის ამ სახეობას ერთი 10 წელი და მერე თავიდან ვისწავლოთ თამაში?
დევი
19 აგვისტო 2020 23:02
2
რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის საქართველოს ჩემპიონის დონე! და ეგებ გაგვიმართლა კიდეც, ასეთი თამაშით „ცრვენა ზვეზდას“ რომ არ შევხვდით, ანტირეკორდი გვეჭირა ხელში!
პ.ს. ფიფია, შენც ლუკაშენკოსავით აქციები მოგიწყოთ?
svani
19 აგვისტო 2020 23:02
1
ფიფიას რაზე უნდა ველაპარაკოთ?!" ისეთ ლეგიონერებს მოგიყვანთ რომ ძალიან გაგეხარდებათო"- გახსოვთ რომ შეგვპირდა რამოდენიმე წლის წინ?რის მოყვანა, რა მოყვანა, ამ ხნის განმავლობაში ვინც კი ცოტა გაიფაფხურა ყველა გაასხვისა. "დინამო" მხოლოდ ქარვასლად გადააქცია და მისი ტრადიციები და გულშემატკივარი ფეხებზე ჰკიდია. ძეგლი დავუდგად აკადემიის წინ, დავუფასოთ და ვთხოვოთ გაასხვისოს, გაყიდოს, მოშორდეს აქაურობას. ნუთუ ნორმალური ინვსტორი არ მოიძებნება დინამოსათვის.
emigranti
20 აგვისტო 2020 01:04
0
არ შეიძლება გულშემატკივრები რომ შევიკრიბოთ დინამოს ბაზასთან და მოვითხოვოთ აგვიხსნან რა ხდება, გამობრძანდეს ფიფია და დაგველაპარაკოს.
19 აგვისტო 2020 23:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული