თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ბატონო ჩხეტიანო და შემდეგ პრემიების აღება უფრო წარმოუდგენელია ვიდრე მთვარეზე რო გაფრინდეთ შენ და ფიფია ერთად,ისე უკეთესია მართლა წახვიდეთ შორს რაც შეილება
Batumi90
19 აგვისტო 2020 23:15
1
მაგარი სათაურია,ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშაო დინამო
ბაჩი
20 აგვისტო 2020 12:54
0
უეფა თუ ინტრიგანი არაა, დინამო განთესილებს შორის როგორ მოხვდა? :D :D უი გამახსენდა 81 ში რო მოიგეს მაგიტომ ალბათ... რამე მაინც დათესონ ამხელა სტადიონზე უფრო წაადგება ქვეყანას :D
:D
20 აგვისტო 2020 10:06
1
ასეთი საზიზღრობა კარგა ხანია არ მინახავს - ბურთის უაზრო გორება, შთაბეჭდილება იყო, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ თამაშის ბედი. საინტერესოა ფიფია როგორ გაიმართლებს თავს?! დინამოს სახელი მაინც გადაარქვან, ნუ არცხვენენ გუნდს!
მერაბი
20 აგვისტო 2020 09:41
0
ჭ კლასია! არ მიყურებია. სხვას არაფერს ველოდი!
aburjga
20 აგვისტო 2020 08:21
1
გუშინ სოფელში ძველი დრო გავიხსენეთ და ბურთი გავაგორეთ ცოლიანებმა და უცოლოებმა თხაზე და ოციანზე..დამიჯერეთ ის ღიპიანი (ცოლიანები) ტირანას თუ არა ამ დინამოს უეჭველი მოუგებდნენ..ჯიგარი,სული და გული უნდა ჩადო ასეთ დროს..ამდენი ხალხი პატარა იმედის თვალით შემოგყურებთ და ასე რატო გვიკიდებთ პასუხს ვითხივთ უფროს უმცროსიანად..ოჯახები სამეგობრო საახლობლო არ გყავთ არავის?!..დავიჯერო თუნდაც წამით მაინც არ შეგრცხვებათ??მე მრცხვებია დედას გეფიცები ალალად ვამბობ...
ირაკლი
20 აგვისტო 2020 01:58
0
ფუი უთავმოყვარეო ჩემპიონიკოები
ბაჩი
19 აგვისტო 2020 23:47
1
სამარცხვინოები
გოგა
19 აგვისტო 2020 23:37
0
ბატონო რომან კახაბერ ჩხეტიანი სასწრაფოდ გასაშვებია გუნდიდან , ეს რა თამაში ათამაშა რა სასტარტო დააყენა ,კუციას გაბედავას და ქავთარაძეს რომ სათადარიგოზე დასვამს და ზოგიერთებს ათამაშებ, სირცხვილიაა....
სამსონი
19 აგვისტო 2020 23:21
2
ეს ხე ხალხი საიდან შეკრიბეს?.

არა მაინც რა იყო ეს ჰაა?

რას ვუყურე ნეტა, რა სპორტი იყო?
გიგა
19 აგვისტო 2020 23:07
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული