თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის საქართველოს ჩემპიონის დონე! და ეგებ გაგვიმართლა კიდეც, ასეთი თამაშით „ცრვენა ზვეზდას“ რომ არ შევხვდით, ანტირეკორდი გვეჭირა ხელში!
პ.ს. ფიფია, შენც ლუკაშენკოსავით აქციები მოგიწყოთ?
svani
19 აგვისტო 2020 23:02
1
არ შეიძლება გულშემატკივრები რომ შევიკრიბოთ დინამოს ბაზასთან და მოვითხოვოთ აგვიხსნან რა ხდება, გამობრძანდეს ფიფია და დაგველაპარაკოს.
19 აგვისტო 2020 23:18
0
ფიფიას რაზე უნდა ველაპარაკოთ?!" ისეთ ლეგიონერებს მოგიყვანთ რომ ძალიან გაგეხარდებათო"- გახსოვთ რომ შეგვპირდა რამოდენიმე წლის წინ?რის მოყვანა, რა მოყვანა, ამ ხნის განმავლობაში ვინც კი ცოტა გაიფაფხურა ყველა გაასხვისა. "დინამო" მხოლოდ ქარვასლად გადააქცია და მისი ტრადიციები და გულშემატკივარი ფეხებზე ჰკიდია. ძეგლი დავუდგად აკადემიის წინ, დავუფასოთ და ვთხოვოთ გაასხვისოს, გაყიდოს, მოშორდეს აქაურობას. ნუთუ ნორმალური ინვსტორი არ მოიძებნება დინამოსათვის.
emigranti
20 აგვისტო 2020 01:04
0
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაბალი დონის თამაში გვინახავს ჩვენი გუნდების შესრულებით, მაგრამ ეს უკვე ფსკერია. ევროპაში სად უნდა მოიძებნოს ისეთი "გუნდი", რომ ფრეს მივაღწიოთ და მერე პენალტებით მოვუგოთ. ალბათ სან მარინო?, გიბრალტარი?, და ეს მესხის, მეტრეველის, ყიფიანის ქვეყანაში...
merabi-1960
20 აგვისტო 2020 00:05
0
ახლა ლუკაშენკო ნახევარი ბელორუსიის ნაკრაბს თუ დაიჭერს შეიძლება გვეშველოს
ფეხბურთელი
20 აგვისტო 2020 00:57
0
გააუქმეთ ფეხბურთი საქართველოში და ის ფული რაგბს მიეცით
გიორგი
20 აგვისტო 2020 00:53
8
ნამუსი თავმოყვარეობა და სირცხვილი იცით რა არის საერთოდ?! როდემდე ყოველ წელს ერთიდაიგივე როდემდე?!
ფიფია
20 აგვისტო 2020 08:44
0
ფიფიას მაგრად არ კიდია ეს შერცხეანაა? მაგისათვის დინამო მხოლოდ ბაზარია, გაზარდე და გაყიდე.. აი კვასხვაძეს კი თუ ვვინმე მეკარედ თვლით, ან კიდევ წამოგცდებათ რომ ,,ნაკრებს იმსახურებს'' საერთოოდ არ გცოდნიათ ფეხბურთი...
ეეხ
19 აგვისტო 2020 23:38
3
როგორ დაიმუქრა ფიფია წინა წელს ფეინორდთან მარცხის შემდგომ რაო ?? ჩვენ დავბრუნდებითო? ფიფია საოცარი პრეზიდენტი ხარ საოცარი - გუნდის პრეზიდენტი კი არა ერთი კნუტი უფროსი არ უნდა იყო მარა.. ასეა ზოგადად ჩვენი ქვეყნის საქმე და რას იზავ
იბერია
19 აგვისტო 2020 23:46
2
არაფერი საკვირველი. ერთმა საშინელმა გუნდმა მოუგო მეორე საშინელ გუნდს. ეგ არის და ეგ. ვინც 10-15 წუთზე მე უყურეთ კარგი გაძლება გქონიათ :)
გუჯი
19 აგვისტო 2020 23:37
0
არწივებო პრემიებს ჩაურეოლეთ ქორივით?! ფიფიას ყანა არ აქვს სამეგრელოში? მანდ მაინც გამოადექთ
12345
19 აგვისტო 2020 23:24
2
რომან ფიფია წადი ბოლობოლო ინამუსე და წადი, არ იცი ფეხბურთის არაფერი და წადი. როდემდე უნდა ეგდო ამ გუნდში 2011 წლიდან გდიხარ და მხოლოდ ვაჭრობ ფეხბურთელებით, სხვა არაფერი გამოგდის ინამუსე და წადი. უფრო ცუდ სიტყვებს დავწერდი ვაჭარ ფიფიაზე მაგრამ ამ საიტზე არ გაუშვებდნენ ჩემს სიტყვებს, რომელსაც რეალურად იმსახურებს არარაობა ფიფია.
დაT
19 აგვისტო 2020 23:13
1
დინამოს გასვენების დღე!

Geo
19 აგვისტო 2020 23:48
1
ეპანელების გაჩემპიონებული გუნდი ტორპედოელებმა რომ შეირგეს ლიგაზე მიტომაც ხართ კარგ დღეში! ფიფიამ ვერასოდეს ისწავლა ჭკუა
ვაკო
19 აგვისტო 2020 23:47
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული