თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
კომენტატორები რომ იძახოდნენ, არაფერი გუნდი არ არისო ტირანაო, შეიძლება ეგ ეგრეც არის მაგრამ, ტაქტიკით გვაჯობა თავის შანს დაელოდნენ და ნათქვამია ძლიერს უმართლებსო და ა ბატონო.
გიო
20 აგვისტო 2020 01:28
0
რა ნერვებს იშლით? არ იცოდით რო წააგებდნენ ან როდის იგებენ ესენი? ჯიგარს რავუთხარი თორემ აქამდე მილიონერი უნდა ვიყო სულ ამათ წაგებაზე რო დამედო 10დან 9მარცხდებიან ამაზე კაი სათამაშო რაღა გინდა? ფეხბურთი მოკვდა ჩვენთან და რას გულშემატკივრობთ თქვენ არვიცი...
Vaaa
20 აგვისტო 2020 00:30
0
An ra logo aqvs dinamos
nika
20 აგვისტო 2020 00:09
4
როგორც არაპატროტს შეეფერება - ოკუპანტები ასობგერა აქვს ლოგოზე
დაT
20 აგვისტო 2020 01:03
6
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა ბატონო ჩხეტიანო და შემდეგ პრემიების აღება უფრო წარმოუდგენელია ვიდრე მთვარეზე რო გაფრინდეთ შენ და ფიფია ერთად,ისე უკეთესია მართლა წახვიდეთ შორს რაც შეილება
Batumi90
19 აგვისტო 2020 23:15
1
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. აბსოლუტური უკლასობა და არაპროფესიონალიზმი! უბანში მაზიანზე რომ თამაშობენ, იმის დონეს ვერ გაცდა ეს ქართული ფეხბურთი რა… რატომ ჭამს ეს ხალხი ჩემი და თქვენი გადასახადებიდან ფულს, საერთოდ არ მესმის. დინამოს სტადიონზე თამაშსაც კი არ იმსახურებენ ესენი. გაუშვით და სადმე სავარჯიშო ბაზაზე ათამაშეთ ხოლმე!
Lasha
20 აგვისტო 2020 12:04
0
გუშინწინ მესიზმრა ბიძომ, კობიმ და ფიფიამ დაილაპარაკეს - ფეხბურთის თამაშით ფულს ვერ ვშოულობთო, დიდი ფული შოვნა ტოტალიზატორით შეიძლება, ჰოდა გარანტირებულად დადეს ტირანაზე. მანამდე ჩხეტიანი გააფრთხილეს, გუნდს ანტიფეხბურთი ათამაშე და შენსას მიიღებო.
koko
20 აგვისტო 2020 11:23
3
neta ra molodini gqondat ro moigebsa dinamo? fifia fuls ro uchers da chamoyav ara fegburtelebi.sircxvilia sircxvili
davit
20 აგვისტო 2020 02:11
1
კომენტატორები რომ იძახოდნენ, არაფერი გუნდი არ არისო ტირანაო, შეიძლება ეგ ეგრეც არის მაგრამ, ტაქტიკით გვაჯობა თავის შანს დაელოდნენ და ნათქვამია ძლიერს უმართლებსო და ა ბატონო.
გიო
20 აგვისტო 2020 01:25
0
ტირანა,მართლაც არაფერი გუნდიც კი არ არის,მაგრამ ეს დინამო,საერთოდ არაფერი არ არის და ეგაა უბედურება.
სოსო
20 აგვისტო 2020 10:44
0
თუ არ ვცდები ანზორ კავაზაშვილმა თქვა, საქართველოს ჩემპიონატი ეზოს ფეხბურთიაო... და აქ ამბავი ატყდა... ვაი ჩვენს პატრონს...
goga
20 აგვისტო 2020 01:22
1
ვერ მოვახერხე ნორმალურად ყურება...რამდენჯერმე შწვხედე ტელევიზორს და სულ ერ5ი და იგივე მესმოდა კომენტატორებისგან.პასი უკან.წინ რა იყო...ფეხი ცურავდა...ფთუი
Gio
20 აგვისტო 2020 01:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული