პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.
ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.
25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა მცირედ არაზუსტად.
"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.
დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.
შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.
ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...
75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.
ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.
ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)
"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე
"ტირანა": ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)
"ტირანა": ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)
სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.
კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...
60 წელია დინამოს ვგულშემატკივრობ ბევრი რამე მინახია მაგრამ ასეთი უსუსური და უპერსპექტივო გუნდი მე პირადად არ მახსოვს.... ნამდვილი მწვრთნელები დევდარიანი..მაისურაძე გააგდეს...ვიეტნამელმა ნათელმხილველმა გაანალიზა დინამოს თამაშიო ????
ამ " დიდი ფეხბურთის ტრადიციების მქონე ქვეყნის ექსპერტმა" დინამოს გამარჯვება იწინასწარმეტყველა???!!! ...ბრმამ ბრმას ჭიტა დაუძახაო....ალბათ ბოლო წლებში (10 წელი მინიმუმ) დინამოს " თავრუდამხვევი " მიღწევები იგულისხმება რომან ფიფიას ხელში ...სან მარინოს სპორტული მიმოხილველები ქართულ თემას არ კადრულობენ იმის შემდეგ რაც "ქუდზე კაცის" დაძახებით შეკრებილმა სან მარინოს ახალგაზრდულმა გუნდმა ჩვენი ნაკრებს სულ კუდით ქვა ასროლინა..არადა ვინმე რომ დაშავებოდათ მწვრთნელს ან მასაჟისტს მოუწევდათ თამაში...... .ფიფია აკადემიას რომ გვამადლი..ალბათ დღევანდელი დინამოს უჯიგრო..ზლაზვნით მოძრავ უპერსპექტივო ფეხბურთელებს თუ გულისხმობ არ ვიცი...ნინუას ჯარიმის დარტყმა და ნელი ტემპში თამაშისას გრძელი პასის გაკეთება შეეძლო და ისიც სასწრაფოდ გაყიდეთ ზედ თამაშის წინ..არ იცოდით რომ ამ აკადემიის ფეხბურთელებით პლუს ბენიო...ბერნაბუკო და მათი მაგვარი ფეხბურთელები რომლებმაც ალბათ ცნობილი ლიგების საფეხბურთო ბაზის გვერძე აქვთ გავლილი ან უკეთეს შემთხვევაში ამ ლიგების მეოთხე ლიგაში სინჯებზე იყვნენ კიდევ ერთხელ შეარცხვენდით ვიეტნამიგან განსხვავებით დიდი ტრადიციების საფეხბურთო ქვეყანას!!!! უკვე მოდაში შემოვიდა ვაი მწთვრთნელებისაგან "ჩემ თავზე ვიღებ.. პასუხიმგებლობას და ბოდიშს ვიხდი" მართლა ძალიან ცუდად იმოქმედა პირადად ჩემზე ამ თამაშის ყერებამ...წაგებით ბარსელონამაც წააგო..მაგრამ..მათ მართლა იბრძოლეს.. ეს სპორტია!!!!..მჯობნის მჯობნიო ნათქვამია...ჩვენი გუნდის საცოდაობით კი .......არადა ვისთან.???!! ფიფია უეფა ფულს იძლევა მონაწილეობისათვის..სახელმწიფო ფულს გახარჯებთ... რით ვერ ამოიღეთ თქვენი დანახარჯი? შეიცოდეთ ისედაც გაჭირვებულიქართველი ხალხი.!!!!! სასწრაფოდ გადასხით დესანტი მთელი დინამოთი მთელი პერსონალით ვიეტნამში სადაც ჩვენი ფეხბურთის კიდევ წამთ..ჩვენ კი არ გვინდა შტერების როლში ყოფნა...რომ იძახით კარგ ფეხბურთელს ვერ დაიჭერ ძალითო..კონტრაქტს თუ არ ემორჩილება ფეხბურთელი რამდენადაც ცნობილია ვერსად ვეღარ ითამაშებს პროფესიულ დონეზე ..და ამ საწყალ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება ახალგაზრდა რომელიც დაემორჩილება აპრობირებულ პრაქტიკას მსოფლიოში და ორმხრივად სასარგებლო კონტრაქტს მოაწერს ხელს.. როცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელი გადავა უფრო ძლიერ კლუბში რაც მომგებიანი იქნება მისთვისაც და მეპატრონისათვისაც..ასეა ყველგან ..მაგრამ ჩვენთან ფიზიკურად სუსტ ჯერ არშემდგარ ფეხბურთელს სასწრაფოდ ყიდიან და მის ნაცვლად ჩამოყავთ ყველასგან დაწუნებული მოთამაშეები (ძალიან დიდი გამონაკლისის გარდა)...ჩვენ გულშემატკივარს კი რომელიც სამართლიანად სარგებლობდა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთის მცოდნის რეპუტაციით ძალით აყრიან ნაცარს თვალებში..და წლიდან წლამდე ერთიდაიმავე საკენკს გვიყრიან... სირცხვილია..