მოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის, მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა კომენტარი გააკეთა. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

"საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო". ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ
ისინი სტადიონზე არ იქნებიან.

ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის "დინამოს" წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს.

სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან შაბათს "უფასთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისე ჩანდა, თითქოს "ზენიტის" შემდეგ დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა, ჩვენ კი ფრეს (1:1) ძლივს მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს სტეპაშინს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ეხლა რას იტყვით ქოცებო? არის თუ არა სპორტი პოლიტიკა......
ტრეი
01 სექტემბერი 2020 09:35
6
სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ეკვეთოთ მგლებო, მთელი საქართველო და ქართველი ემიგრანტობა უნდა გაატაროთ და ვიამაყოთ თქვენით.
ფეხბურთი
01 სექტემბერი 2020 02:15
1
მოდით შევეშვათ გულზე მჯიღის ბრაგუნს და მოვრჩეთ,
ამ გუნდით, მხოლოდ შატილს ვაჯობებთ, კასპს ანდა კორცხელს...
გუნდი?
სადა გვყავს, ან გუნდი, ან ფეხბურთელები?
თორმეტი წუთი ირბენენ და მერე ვნებდებით.
დროშები ჩქარა!
ჩვენ ღვთიშობელი ზეციდან გვფარავს.
დროშები ჩქარა...
დღეს მოსკოვის დინამო, რომ ფორმაშია, ესეთ ფორმაში არ ყოფილა ბოლო ათი წელი მაინც და თქვენ იმედი გაქვთ, რომ მოვუგებთ? ეს სასწაული იქნება ალბათ, მოვუგებთ მაშინ, თუ თერთმეტი სამ კაცთან გავა და ისინი მეკარის გარეშე ითამაშებენ, თან ცალ ფეხზე...
მოუგებთ არა იხვი, ან ბატი, ჭრელი ბატი. მწვანე ცხენი გინახავთ? არა ხომ? მწვანე ცხენი, რომ იპოვნოთ, ეს ხომ სენსაცია იქნება? ესეა მათთან მოგებაც...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 სექტემბერი 2020 00:41
11
მოვუგეთ შე არაქართველო. გასკდით გულზე 2:1 მოვიგეეთ
გია
17 სექტემბერი 2020 23:17
0
რა საჭიროა ამდენი ტყვილი ლაი-ლაი,ვერ მოვუგებთ და მორჩა.
zas.
01 სექტემბერი 2020 12:11
1
ყველა გამოხმაურება
ცნობისათვის: ადრე სტეპაშინი არამარტო ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ რუსეთის პრემიერ-მინისტრიც იყო და სავარაუდო პრეზიდენტიც. 1999 წლის აგვისტოში ელცინმა საუბედუროდ პუტინი არჩია პრემიერის თანამდებობაზე. რაც მაგას მოჰყვა კი ვნახეთ.
დასკვნა: პუტინმა აჯობა სტეპაშინს და 21 წლით გალიდერდა პოლიტიკურ არენაზე. ახლა ჭიაბრიშვილის ჯერია. მოუგოს ამავე სტეპაშინს და გალიდერდეს სპორტულ ასპარეზზე.
კოტე
01 სექტემბერი 2020 00:37
0
1121 წლის 12 აგვისტოს, ქართველებმა და მათთან ერთად მეომარმა გმირებმა, უთანასწორო ჯახი, ისტორიაში ჩაწერეს ოქროს ასოებით და უწოდეს "ბრძოლაი საკვირველი"... - მიდით ბიჭებო. შეუძლებელი არაფერია. ჩვენი გულებიც სამშობლოსთვის ძგერს და წამით არ იფიქროთ, რომ ამ ბრძოლაში მარტოები ხართ. გვიგულეთ გვერდში და შევაკლათ თავი საქართველოს ავის მოსურნეს!
ირაკლი
31 აგვისტო 2020 22:49
4
loko mteli saqartvelo shen gbaleshikobs emigracia da sadac qartveli suntqavs yvela im qveynidan gbaleshikobt. ra tamahsic itamashet ruminelebtan igive itamashet da movigebt. favoritebi bevri yifila ) carmatebebi loko
emgranti
31 აგვისტო 2020 22:35
1
პუტინის სურათი აკლდა სპორტალს! მოაშორე თუ ძმა ხარ!
მწრთვნელი
31 აგვისტო 2020 22:06
1
თქვენი აზრით რატომ ახსენა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს მატჩი? ყოველთვის ვამბობ რომ სპორტი ყველაზე დიდი პლიტიკაა. დინამოს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, მარა ლოკომ გაგვაკვირვა რუმინელებთან და კიდევ სცადონ იქნება გამოუვიდეთ კიდევ. წარმატება ლოკოს.
G.LA
31 აგვისტო 2020 22:04
0
ხო ხედავთ ომს შეადარა ბიჭებო ოღონდაც სისხლი ჩააქციეთ ამ თამაშში ნასილკებით რო გამოგიყვანონ მინდვრიდან ბოლომდე იბრძოლეთ ჩვენ კი გულშემატკივარი ყველაფერს შევამჩნევთ ვიცით რომ მოსკოველთა გავლა რტული იქნება მარა სისხლის უკანასკნელ წვეთადე იბრძოლეთ გაიხსენეთ შინდისის ბიჭები რა უქნეს 17 მებრძოლმა რუსულ ბატალიონს და ამ ჟინით იყავთ ან ამ თამაშით სამუდამოდ შეხვალთ ისტორიაში ან კიდევ როგორც კი უჟილკოდ ითამაშებთ სამუდამოდ შეაძულებტ ქართველ გულშემატკივარს თავს როგორც საბურთალოა აბა თქვენ იცით.
კაპიტანი
31 აგვისტო 2020 21:59
1
მოსკოვის დინამო არ იყო ეროვნულზე რო გაეჯიბრა ამხანაგურ მატჩში ტვილისის დინამოს. რას ბოდიალობს ეს არ უთამაშიათ რუსულ გუნდებსო 2008ის მერეო საქართველოშიო? არადა მაგის გუნდი კი იყო ჩამოსული.
kasil100
31 აგვისტო 2020 21:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული