შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, ვის შეხვდება თბილისის "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემთხვევაში.
"რკინიგზელებს" კენჭისყრაში ნამდვილად არ უმართლებს, რადგან "დინამოს" ბარიერი თუ დაძლია, მე-3 ეტაპზე გასვლაზე, დიდი ალბათობით, ლა ლიგის მეშვიდეადგილოსან "გრანადასთან" მოუწევს თამაში, რომელიც მეორე ეტაპზე ალბანურ "ტეუტას" ეთამაშება.
რომელი უფრო ძლიერი გუნდია - რუსეთის პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გასული "დინამო" თუ ლა ლიგის დასრულებულ სეზონში ცხრილის მე-7 პოზიციის მფლობელი "გრანადა", ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა თბილისელებს რომ ურთულესი გზა ხვდათ წილად, ეს ნათელია.