რუსეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ - ევროშესარჩევზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილი გახდა

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში, მესამე პოზიციით საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად იასპარეზებს, რომელთაც სომხეთისა და ბულგარეთის წყვილის გამარჯვებულიც დაემატება.

შეხვედრები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე გაიმართება. მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ, სახლი-გასვლით მატჩში დაუპირისპირდებიან, რაც ფუტსალის საერთაშორისო ფორმატისთვის სიახლეა.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი ნიდერლანდების გარდა, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო დარჩენილი ერთი
ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ფინალური ეტაპი ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

"შესაძლოა ითქვას, რომ ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბულგარეთისა და სომხეთის წყვილში, დიდი ალბათობით, სომხეთი გაიმარჯვებს, რადგან ბევრად ძლიერი ნაკრები ჰყავს. ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და აუცილებლად ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ, 3-4 ქულას არ დავჯერდებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და პირდაპირ გამსვლელ ორ გუნდში მოვხვდეთ", - განაცხადა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს შემდეგ თარიღებში გამართვს:

6-9 დეკემბერი (2020)
25 იანვარი-3 თებერვალი (2021)
1-10 მარტი (2021)
5-14 აპრილი (2021).

წყარო: SBM.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული