ქართული ფუტსალის სილამაზე: თსუ-ს ფეხბურთელების საოცარი გოლი და "სეივი" [VIDEO]

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ფუტსალი საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, სპორტის ეს სახეობა ხშირად ანებრივრებს მაყურებელს ლამაზი მომენტებით და გამონაკლისი არც ქართული ფუტსალია, რომლის ფარგლებშიც თსუ-ს ფეხბურთელებმა ორი ძალიან ლამაზი ეპიზოდი შექმნეს.

პირველი მომენტი ფუტსალის ლიგიდან არის: ნახევარფინალური სერიის პირველი დაპირისპირებისას თსუ-სა და "ილიაუნის" შეხვედრაში შოთა ჭანუყვაძის პასით გიორგი ჭოხონელიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.



მეორე ეპიზოდი კი თსუელებმა ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალში შემოგვთავაზეს. თსუ 2-ის კაპიტანმა გიორგი ჯოხაძემ "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" შემტევს "მკვდარი ბურთი" აუღო.


თსუ-სა და "ილიაუნს" შორის
პირველ მატჩში გამარჯვება პირველი ქართული უნივერსიტეტის გუნდს დარჩა - ძირითადი დროისა და ორი ოვერტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ პენალტები მეტოქეზე უკეთ შეასრულეს და 3-თამაშიან სერიაში დაწინაურდნენ - 1:0.

რაც შეეხება ფუტსალის ლიგა 2-ის ფორმატს, აქ გამარჯვებულები 1-მატჩიან დაპირისპირებაში წყდება. კსუ-მ თსუ 2-ს 4:2 (კსუ: ღავთაძე 2, ბექაური, ნამორაძე; თსუ: ცხადაძე, წერეთელი ა.გ.) მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პსპ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული