გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა, უკრაინელმა ვიაჩესლავ გროზნიმ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მომავალ დაპირისპირებაზე გამოთქვა მოსაზრება.

"საქართველოს ეკონომიკა არ იძლევა ისეთი ფულის ჩადების საშუალებას, რომ საუკეთესო ფეხბურთელებმა ადგილობრივი ჩემპიონატი არ დატოვონ. თბილისის "დინამომ", ბექა მიქელთაძის ჩათვლით, გაყიდა ყველა მოთამაშე, რომლებთანაც მე ვმუშაობდი. ახლა ის "როტორის" ღირსებას იცავს.

პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში "ლოკომოტივმა" "უნივერსიტატეას" ბარიერის გადალახვა მოახერხა, რომელიც გასულ სეზონში უკანასკნელ ტურამდე იბრძოდა რუმინეთის ჩემპიონობისათვის. ჩემთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. თბილისური გუნდის მოთამაშეები თავს ზემოთ გადახტომას მოისურვებენ,
რათა დაამტკიცონ, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერებზე ნაკლებნი არ არიან.

თუმცა, "ლოკომოტივისადმი" ჩემი მთელი პატივისცემის მიუხედავად, მოსკოვის "დინამო" გაიმარჯვებს. "დინამოს" ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს, მას მუდმივად სჭირდება თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცება.

საქართველოში არაა მიღებული პოლიტიკისა და ადამიანური ურთიერთობების არევა. დარწმუნებული ვარ, არანაირი კონფლიქტი არ მოხდება", - ციტირებს გროზნის sport24.

"ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი 17 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

altრუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

altმოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

altგია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 6 /
შავდათუაშვილის ყველა ბრძოლა იმ რუსთან გაიხსენეთ იგივე იქნება 17შიც მოტივაცია ლოკოსი ყველანაირად იმდენი უნდა იყოს რო შენზე ცოტათი უფრო ძლიერს გეგმები აურიო რაც არ უნდა იძახოთ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა აურიო მთელი 90 წუთი და თუ მეტი არა ნათლად გამოჩნდება პროვოკაციები პატარ პატარა ჯარიმებით იქნება ბევრი
ნოდო
23:37 02-09-2020
5
ვინმემ იცით ეს კაცი რატო წავიდა დინამოდან?
ბაბუაწვერა
22:39 02-09-2020
1

სიახლეები პოპულარული