ჭიაბრიშვილი: ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, თუ საჭირო გახდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე მოსკოვის "დინამოსთან" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა:

"კვარაცხელიას ძალიან ცუდად ეთამაშნენ, არ მინდა ვთქვა, რომ განზრახ გააკეთეს, თუმცა მაინც. ისე უნდა ვითამაშოთ ქართველებმა, როგორც ხვიჩა თამაშობს. ეს ჩვენს გენეტიკაშია და ფეხბურთის თამაშით უნდა ვაჯობოთ ნებისმიერი ქვეყნის გუნდს.

მე პოლიტიკაში არ ვერევი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე ბევრია სათქმელი, თუმცა ეს სპორტია, მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ და იმედია, მეორე გუნდიც ასე ფიქრობს. მოსკოვის "დინამოს" ეთამაშება თბილისის "ლოკომოტივი", ესაა სულ. ვისაც სხვა რამ აინტერესებს,
ასეთი რამ ჩვენგან შორსაა. ჩემს ბიჭებსაც ეს ვუთხარი.

ყველა ადამიანს საკუთარი ვალი აქვს, ყველას თავისი ბრძოლა აქვს. გმირულად გარდაცვლილი ხალხი გვყავს, გვყავს გადარჩენილი გმირები. ყველას გულისტკივილია დაკარგული ტერიტორიები. რუმინელებთან მატჩის წინ გავიხსენეთ ომში დაღუპული ადამიანები. ისინი იმისთვის დაეცნენ, რათა დანარჩენ ქართველებს საკუთარი საქმე გვეკეთებინა. თუ საჭირო გახდა, ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ იმედია, ასეთი რამ არ მოხდება".

თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამხ.გლახუნა! გეტყობა ქართველი ხალხის ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ფოლკლორსაც ვერ იცნობ და არც პატივს სცემ. მაგ სიმღერის და ნაცების პარტიული ჰიმნის მეტი,უკეთესი არაფერი მოგისმენია? ქართულ მხედრულ სიმღერებზე თუ გსმენია რამე. შავლეგო მაინც არ მოგისმენია? მაგრამ,ისე ხარ ნაცში შემძვრალი.რომ სმენა და გემოვნება დაგეხშო.ასე იცის უწიგნურობამ და დღე და ღამე მობილურში ყურებამ!
დ.დ.
17:11 17-09-2020
1
ლოკომოტივის ბიჭები,ვიცი რომ რაც შეუძლიათ,იმაზე მეტსაც გააკეთებენ.ამიტომ წარმატებას ვუსურვებ და შორიდან ვგულვშემატკივრობ.ჩვენ, ჩვენი ვეცადოთ,ცდას ნუ დავაკლებთ და დანარჩენი ღმერთის ნებაა.
სოსო
16:13 17-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული