თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით ნამდვილი სიურპრიზი შემოგვთავაზა და მესამე რაუნდში სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდება. ამ გუნდმა ლა ლიგის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო და გალიდერდა. "ლოკოსთან" შეხვედრის წინ "გრანადას" მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა ისაუბრა.
"საქმისადმი გუნდის დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთული კვირა მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ.
"ალავესთან" პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩავატარეთ. შეცდომები დავუშვით და მეკარე რუი სილვამ ორჯერ გადაგვარჩინა. ასეა, ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება.
"ალავესთან" პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩავატარეთ. შეცდომები დავუშვით და მეკარე რუი სილვამ ორჯერ გადაგვარჩინა. ასეა, ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება.
"გრანადა" მოკრძალებული და მშრომელი გუნდია, მატჩებისას ბოლომდე იხარჯება.
ახლა ევროპა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. გულშემატკივრები თამაშის სახლებში
საყურებლად მოემზადონ. იქიდან გამოგვიგზავნონ ენერგია. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. "კარმენესზე" პირველად ვატარებთ ასეთ მატჩს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ძალიან საინტერესო თამაში გველის", - ციტირებს მარტინესს კლუბის საიტი.