თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ კომენტარი "გრანადას" 32 წლის ნახევარმცველმა ანხელ მონტორომ გააკეთა:
"ეს ძალიან კარგი, რაღაც ისტორიული დღე იქნება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. სამწუხაროდ, თამაშს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩემთვის ოცნებაზე მეტია. როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ქვედა დივიზიონში ვიყავით და ევროსარბიელზე გასვლას ვერ წარმოვიდგენდით.
ჩვენი მეტოქე სახიფათოა. ძალიან კარგად შეწყობილი გუნდია, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.
ჩვენი მეტოქე სახიფათოა. ძალიან კარგად შეწყობილი გუნდია, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.
თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება. რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესი ყველასათვის", - განუცხადა მონტორომ კლუბის
საიტს.
"გრანადასა" და "ლოკომოტივის" მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.