თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
Qué está pasando ?
6 : 1
André
25 სექტემბერი 2020 01:34
0
ამაზეც თუ ვინმე იტყვის არ ყომარობენო არ ვიცი,4-5 ბურთით წაგებას 100 კუში ქონდა დადებდა ფიფია მილიონს და თითქმის მილიარდელი გახდება,იგივეა რაც საბურთალომ გააკეთა შარშან
ზაალი
25 სექტემბერი 2020 01:29
1
ქართული ფეხბურთის ფლაგმანი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა
25 სექტემბერი 2020 01:27
0
დიდი ხანია რაც ვამბობ იმას,რომ საქართველოს ჩემპიონატი ნახევრად სამოყვარულოა მეთქი და სანამ ბავშვთა ფეხბურთში(ერთიანი სისტემა,მწვრთნელების მასობრივი გადამზადება,ეს ეხებათ ფიზმომზადების მწვრთნელებსა და ფსიქოლოგებსაც)მანამ ასე ვიქნებით დალექილი ფსკერზე!!!
!!!
25 სექტემბერი 2020 01:24
0
აზრის დაფიქსირება მსურს იმ ადამიანებთან ვუსაც უყვარს ფეხბურთი ,და მომეცით საშვალება,მაქსიმალურად კორექტური ვარ ! ხალხნო ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დინამო თბილისი !სხვა გზა არ არის,ფიფია არის არა მარტო ფეხბურთის არამედ ქვეყნის მტერი!და როგორ დავიბრუნოთ ერთად მოვიფიქროდ ,მე მაქვს ჩემი იდეა თქვენც გაქვთ ,ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ ნულიდან
თეოფანე
25 სექტემბერი 2020 01:21
0
ჩამოართვით ამას დინამოს სახელის ტარების უფლება მოგვჭრა თავი შუაგულ ევროპაში მართლაც და საზღვარი აღარაა? დინამო ყველასთვის გულისტკივილია არ მინდა წარსულით აპელირება ოოღობდ რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს ამის საქციელი ტალანტს კლუბში არ აჩერებს ეგრევე ყიდის წესიერი ლეგიონერი არ მოყავს ყველა ფარჩაკი არშემდგარი ფეხბურთელიია ჩისკო რა რომელი კუპერი და პოჩეტინო ეგ მყავს მოიწვიე რა წესიერი ხალხი შეუთანხმდი რომელიმე დიდ გუნდს ვთქვათ დორტმუნდის ბორუსიას გამოგზავნიან სპეციალისტების ჯგუფს და დაწყებული აკადემიიდან დამთავრებული მთავარ გუნდამდე სისტემას ჩამოაყალიბებენ მთავარ კონცეფცია ის უნდა იყოს რომ მესამე წლიდან უკვე გუნდი ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციოს უნდა ითამაშოს და იქაც შანსი 50/50 უნდა ქონდეს მაგრამ რა ამას ფული უნდა და ფიფიას მუთაქები არ გამოელია ტენის და ტენის რამდენი წელია უკვე კლუბის მეპატრონე ხარ არ გცხვენია მაინც კლუბების მეპატრონეებთან შეხვედრებზე არ დადიხარ ალბათ
კახა
25 სექტემბერი 2020 01:20
0
ფიფია, წადი !!!
გიორგი ხომერიკი
25 სექტემბერი 2020 01:16
0
იმედი მაქვს მალე ჩაძაღდება ფიფია და დინამოს უკეთესი პატრონი ეყოლება
დინამო
25 სექტემბერი 2020 01:15
0
იძახეთ ეხლა ფიფიასავით "ბავშვთა ფეხბურთი,ბავშვთა ფეხბურთიო" ეგ ფული გუნდისთვის მოეხმარა და ამდენი წელი 1 ხელ მაინც გავიდოდით ევროტურნირზე,სინამდვილეში აღზრდილი თაობა წავიდა დინამოდან და ის ფული ისევ კლუბის მფლობელმა ჩაიჯიბა..ასე იქნება სულ.აკადემია არ ჭირდება დინამოს,ფიფია უნდა წავიდეს ან გაისროლოს ფული ლეგიონერების მოსაყვანად..არარატში დღეს 11 იდან 10 ლეგიონერი თამაშობდა და კი გავიდნენ პლეიოფში.
ფიტნეს ინსტრუქტორი.
25 სექტემბერი 2020 01:15
3
მიდი რა ფიტნესს მიხედე ))) აკადემია არ ჭირდება დინამოს(საერთოდ კლუბებზეა ლაპარაკი) გეტყობა დიდი პროფესიონალი ხარ !
კახაბერი
25 სექტემბერი 2020 23:29
0
ბოდიში მოიხადონ ყველამ!!

და წავიდნენ შორს, ძალიან შორს, ფორთოხლების საკრეფად კოსოვოში, ან სირაქლემების ფერმაში კონგოში!
მაგათ ფეხბურთის თამაში ოფიციალურად უნდა ავკრძალოთ.
უბრალოდ შეეშვან ამ სპორტის.
გთხოვთ ბურთს აღარ გაეკაროთ.
გეხვეწებით.... თუ ნამუსი დაგრჩენიათ!








დიდგორელი
25 სექტემბერი 2020 01:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული