კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს, რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ "თბილისის დინამო" ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში.

არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ,
რომ ძალიან სუსტი მენეჯერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში "დინამო თბილისმა" მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან, "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

წყარო: interpressnews

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
მოდი ის ვთქვათ რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ უზრუნველყოფს ფეხბურთის განვითარებას,შემდეგ რა თქმა უნდა მენეჯმენტის უდიდესი პრობლემაა,როგორც მართველი პერსინალის ასევე საწვრთნელო კუთხითაც.ფიფია იხდის ფულს,შენ რომ მწვრთნელი ხარ,ვინ მოგყავს ვის უშვებ გუნდიდან,როგორ ამზადებ ეს პრეზიდენტის ბრალია?!ჩხეტიანმა არ დააკომპლექტა ეს გუნდი?!პერსპეკტიულ მეკარეს მამარდაშვილს რომ უშვებ გუნდიდან და საკუთარი სუბიექტური მოსაზრებით მოგყავს ვინმე,სად არის აქ პროფესიონალიზმი?!ასე რომ პროგრამა ისეთი უნდა შედგეს სადაც გადამზადდება მწვრთნელიც და მმართველიც,უვარგისი ყველა უნდა წავიდეს!!
0
კალაძე შენ სფფ. მენეჯმენტის ამბები მოიკითხე ჯობია,ეს კაცი სუსტი მენეჯერია შეიძლება მაგრამ,ძირითადად საკუთარ თანხებს ხარჯავს და არაა შენი საქმე მისი მენეჯერული უნარჩვევების შეფასება,აი 80 % კლუბები გამგეობებზე და მერიებზე რომ არის დაკიდებული,სახელმწიფოდან მილიონები რომ ერიცხებათ ფული და უკონტროლოდ იხარჯება,შედეგიდან გამომდინარე წყალში რომაა გადაყრილი ამას მიაქციო ყურადღება არ ჯობია?აი სახელმწიფოს თანხებით ფოთში სტადიონი და მინდვრის საფარი რომ გაკეთდა რა მდგომარეობაშია იცის ვინმემ მაინც?ან კარგი მენეჯერული გადაწყვეტილება იყო ქალაქში სადაც გუნდი უპატრონოდაა მიგდებული ამხელა ფულის ინფრასტრუქტურაში გადაყრა?ტორპედოში,ავანტიურისტი "ინვესტორი" რომ მიიყვანა მერიამ და ტიპმა თავისთვის ილონ მასკისთვისაც შესაშური ხელფასი დაინიშნა და ამ ავანტიურისტს კბილებით რომ,იცავდა კობიაშვილი აქაოდა ტორპედოს პრობლემები მეპატრონის კი არა სპონსორის ბრალიაო ის ამბავი მოგეკითხათ ხელისუფლებას არ ჯობდა?რამოდენიმე ასეული მილიონი რომ დაერიცხათ კლუბებს ბიუჯეტიდან როგორ დავიჯერო დარღვევით არ დახარჯულა არაფერი ერთი ფაკტიც რომ,არ გამოუვლენიათ შესაბამის სტრუქტურებს ნუთუ ასე კეთილსინდისიერად და სუფთადაა საქმე?და თუ ასეა მაშინ შედეგს რატო ვერ ვხედავთ?წინსვლის ნაცვლად უკან-უკან რატო მივდივართ?დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იცი,ვის რა თანხა ერიცხება და უკან ატკატი ვის უბრუნდება და რამდენი,ამიტომ აღარ მაქვს შენს მიმართ იოტისოდენა პატივისცემაც.
Andria
16:29 29-09-2020
2

სიახლეები პოპულარული