საოცარი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში - მეგრელებმა მეკარის გარეშე მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც აღმოჩნდა, ქართულ ფეხბურთშიც ხდება სასწაულები და ამისი ნათელი მაგალითი მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში გამართული ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და თბილისის "იბერიას" დაპირისპირება გახლავთ.

მეგრელები თბილისელებს საკუთარ მოედანზე მასპინძლობდნენ. გუნდის ძირითადი მეკარე ნიკა ჯოხაძე დისკვალიფიცირებული იყო, მატჩის წინ კი მეორე კიპერმა - თორნიკე გეგუჩაძემ ტრავმა მიიღო. ფაქტობრივად, ჩხოროწყუელები მეკარის გარეშე დარჩნენ.

შეხვედრა ამ მიზეზის გამო 20 წუთის დაგივანებით დაიწყო, კარში კი მეგრელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი დავით ბერიშვილი ჩადგა.

შეხვედრა კი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. თბილისელთა გოლის ეპიზოდში მართალია, ბერიშვილმა შეცდომა დაუშვა, თუმცა რამდენიმე მომენტში
საკუთარი გუნდი გოლისაგან იხსნა.

მეოთხე ლიგის წითელ ჯგუფს ჭიათურის "მაღაროელი" 15 ქულით ლიდერობს. "სამეგრელო" 6 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა, "იბერია" კი 8 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

წყარო: lelo.ge


მკითხველის კომენტარები / 10 /
ა ძმაო ფარერებთან ვის უნდა ეთამაშა :დ
Chitovichi
13:57 11-10-2020
2
ისე სპორტალ ჯკს თხოვნით მივმართავდი. თუა შესაძლებელი იქნებ ცოტა ხშირად გააშუქოთ ხოლმე საქართველოს ჩემპიონატის ქვედა ლიგები.
იბერია
22:16 11-10-2020
0

სიახლეები პოპულარული