1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, "ოქროს ბურთის" მფლობელი ოლეგ ბლოხინი უკრაინულ football24-თან საუბრისას 1982 წლის მსოფლიო თასზე სსრკ-ის ნაკრების გამოსვლას შეეხო.

ესპანეთში 1982 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სსრკ-ის ნაკრებს სამი ხელმძღვანელი ჰყავდა - უკრაინელი ვალერი ლობანოვსკი, რუსი კონსტანტინ ბესკოვი და ქართველი ნოდარ ახალკაცი. მათი თაოსნობა კრილოვის ცნობილ პერსონაჟებს: გედს, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიას ჰგავდა?
- ასეთი შედარება ზედმეტად შეუსაბამოდ მიმაჩნია, თუმცა, ვთვლი, რომ მთავარი მწვრთნელი ერთი უნდა იყოს. არმიას ერთდროულად სამი მეთაური ვერ უხელმძღვანელებს.

ესპანეთში იყო სიტუაციები, როცა უბრალოდ არ ვიცოდით, ვისთვის მოგვესმინა. შეუძლებელია,
ამას ჩვენს შედეგებზე გავლენა არ მოეხდინა", - თქვა ბლოხინმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორია ბლოხინი
macbook pro
23:28 05-11-2020
0
არადა ისეთი ძლიერი ნაკრები საბჭოთა კავშირს,როგორიც 1982 ში ყავდა, არასდროს ყოლია,შემადგენლობას ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული