ანანიძე ჯიქიამ "სპარტაკის" დუბლებში გადაიპატიჟა, მაგრამ...

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სპარტაკ-2"-ში გადასვლას არ აპირებს.

- ახლა მთავარია ზაფხულამდე ფორმაში ჩავდგე.

- სად აპირებ ფორმაში ჩადგომას? შესაძლოა, "სპარტაკში", როგორც ძველმა ნაცნობმა?
- ცოტა ხნის წინ ჯიკმა (ჯიქია - Sport24) დამირეკა. მკითხა: "არ გინდა "სპარტაკ-2"-ში წაითამაშო? მე ვუთხარი, რომ ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ არა მგონია. მე შემიძლია საქართველოს ნებისმიერ გუნდში აყვანა ვითხოვო, აქ ყველა მიცნობს, ნაკრების ფეხბურთელი ვარ, თუმცა უბრალოდ ვარჯიში არ მინდა, თამაში მსურს. ვარჯიში ერთია, სათამაშო პრაქტიკა კი - სულ სხვა.

-
თუ "სპარტაკი-2" შენთან კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებს, როგორც ეს შიშკინისა და დიაკოვის შემთხვევაში მოხდა?
- არ ვიცი, მაგრამ უფრო უარს ვეტყვი. ის კი არა, რომ პირველ ლიგაში თამაში არ მინდა... უბრალოდ, მთლად სწორი არ იქნება იქ დაბრუნება, მეგობრების ნახვა და - მათთან ერთად რომ არ ვივარჯიშო. უმჯობესია საქართველოს უმაღლეს ლიგაში წავიდე და თბილისის "დინამოში" ვითამაშო, ვიდრე რუსეთის პირველ ლიგაში. ვფიქრობ, საქართველოში უფრო ადვილი იქნება ფორმაში ჩადგომა.

- ე.ი. რუსეთი პრიორიტეტული არ არის?
- მთავარია ვითამაშო და ფორმაში ჩავდგე. შეკრების გავლას იანვარში ვაპირებ და სულერთია -სად. იმისათვის, რათა ჩემს მომავალზე ვილაპარაკო, კონკრეტული წინადადება ახლა არა მაქვს. შეიძლება "ბარსაში" მინდა, მაგრამ მე ვერაფერს ვწყვეტ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანომ საქართველოში უნდა ითამაშოს მისთვის ასე აჯობებს. უფრო კარგად აღიდგენს ფორმას.პრაქტიკა ჭირდება.
ziko
18 ნოემბერი 2020 14:51
0
ეს ვინაა ვაფშე
levanis mshobeli
18 ნოემბერი 2020 04:06
11
ჯანო, წადი დინამო ბათუმში, მე დინამო თბ ვგულშემატკივრობ მაგრამ ბათუმი ყველაფრით ჯობია. გთხოვ, ვაბშე ყველაფეფი დაიკიდე, უბრალოდ 100% ივარჯიშე და ყველაფერი გამოგივა. არცაა საჭირო მიზნად სადმე წასვლის დასახვა. ოღონდ რუსეთში არ დაბრუნდე განა იმიტომ რომ რუსეთია პროსტა ლიგაა ისეთი ვერ ვითარდები, ფული ადუნებს კაროჩე არ გინდა ისედაც მთელი კარიერა იქ ხარ. აქ გაჩერდი გაიყვანე დინ ბთ ევრ. ლიგის ჯგუფში და სპარტაკზე მაგრები იქნებით) ფულიც იქნება, სიყვარულიც, მზეც და ზღვაც!
გიორგი
18 ნოემბერი 2020 03:19
0
მალე ჯიქიაზე და ანანიძეზე კრებულს გამოსცემთ. სხვა თემა საწერი აღარ არის ამის გარდა?
: )))))))
17 ნოემბერი 2020 23:24
4
დაბლოკავთ თუ არა თქვენს სინდისზე იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მოსაზრებას, რომ დაუღალავად ცდილობთ ჯიქიაზე წეროთ და რამენსირად ქართველად წარმოაჩინოთ. ძალიან სირცხვილია!
????
17 ნოემბერი 2020 23:20
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული