"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ დროს ქურდი ცესკოს შეფი მილიონერი გახდა!
gur
20 ნოემბერი 2020 17:13
9
კობიაშვილის რამე საყვარელ განცხადებას დიდი ხანი ველოდოთ?
გიორგი
20 ნოემბერი 2020 17:01
3
აბა ვაფინანსებთო??? ეხლა მივა ციღაც ამათთანაც და ეტყვის თუ გაჩუმდებით , ახალ ბუცებს დაგირიგებთ სუყველასო. :დ ///// საწყალი საქართველო , სადამდე უნდა ღრნან ეს ქვეყანა ამ მუქთაღორებმა!!! / მემგონი ამ გოგოებმა უფრო მეტი სათქმელი თქვეს და გაააკეთეს ვიდრე იმ ჯოგმა ამასწინეეებზე რო თავს ლაფი დაგვასხა!
Vasili
20 ნოემბერი 2020 17:01
4
Miecit am gogonebs imis sashualeba mainc rom, romelime klubis bazaze ivarjishon droebit.warmatebebi gurulebo:)
Sinsilo
20 ნოემბერი 2020 16:57
0
მერე ფულს ვინ ჩაიდებს ჯიბეში ესეც კობიაშვილის სინდისზე იყოს ვთქვი და ვიტყვი ხარბებიხართ თანამდებობის და ფულის სხვისი წარმატება კი გკიდიათ მოშორფით ფედერაციიდან.
ლაშა
20 ნოემბერი 2020 16:54
2
აი ესაა საყვარელი საქმისთვის თავდადება და სიყვარული. წარმატებები!!! ფეხბურთის ფედერაციას ძინავს თუ ნაციონალები არიან ესენიც :))) თუ ეგრეა გვითხარით და ნაციონალებს უბალეშიკებთ აბა თქვენ არაფერში ვარგიხართ :))
Papuna
20 ნოემბერი 2020 16:52
4
ვისაც გეხებათ დაეხმარეთ ამ გუნდს! ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
ave
20 ნოემბერი 2020 16:49
1
"კობიშვილის აწყობილი საქმე",ყოჩაღ გოგოებო,გილოცავთ ყველა გაგვახარეთ
გია
20 ნოემბერი 2020 16:48
1
სამაგიეროდ ფეხბურთის ფედერაციაში აქვთ ხელფასები
???
20 ნოემბერი 2020 16:46
0
პრემიებიც!
ქოცბი
20 ნოემბერი 2020 18:26
0
... GFF გესმით???!!!
დათო
20 ნოემბერი 2020 16:42
1

სიახლეები პოპულარული