"ლანჩხუთი" საქართველოში ვერ ითამაშებს?! - მეტოქე თბილისში ჩამოსვლის წინააღმდეგია

AutoSharing Option
შვედური გამოცემა svt.se წერს, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის "ნოკ-აუტის" პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ "ლანჩხუთის" მეტოქე "როსენგარს" 8 დეკემბერს გასამართი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება სურს.

შვედეთის მთავრობის მითითების მიხედვით, 31 იანვრამდე საქართველოში ჩამოსვლა რეკომენდებული არაა. სწორედ ამიტომ, შვედურ მხარეს ნეიტრალური ადგილი ერთადერთ რეალურად ალტერნატივად მიაჩნია.

"არ ვიცი, საუკეთესო გზა რა შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, საქართველოში თამაში კარგი იქნებოდა, თუმცა, დღევანდელი შეზღუვების გათვალისწინებით, ნეიტრალური გეგმა ერთადერთი ალტერნატივაა", - განაცხადა "როსენგარის" სპორტულმა დირექტორმა ტერესა სერგანმა.

მისივე სიტყვით, მატჩის ჩატარების ალტერნატიულ ადგილებად პოლონეთი, საბერძნეთი და
კვიპროსი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი კეროლაინ სეგერი უეფას აკრიტიკებს და ამბობს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ქალთა გუნდებს ისეთივე დახმარებას რომ უწევდეს, როგორც კაცთა კლუბებს ეხმარება, პრობლემა არ იქნებოდა. მოგეხსენებათ, კაცთა ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის ადგილას ჩარტერული რეისით ჩაფრენა სავალდებულოა და ფინანსების ნაწილს უეფა გამოჰყოფს ხოლმე.

ქალთა შემთხვევაში კი პირიქითაა, უეფა ტრანსპორტის ხარჯებს კლუბებს არ უნაზღაურებს და შესაბამისად, ვერც "როსენგარს" ექნება ორგანიზაციის იმედი.

ასეა თუ ისე, შვედური მხარე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს ითხოვს და ჯერ გაურკვეველია, თუ ზუსტად სად გაიმართება მატჩი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვერ ვხვდები ჩვენ რატო უნდა გავითვალისწინოთ შვედეთის მთავრობის რეკომენდაცია?. გაითვალისწინონ შვედებმა და გაიფორმონ 3:0. მგონი უპატრონო ბავშვებივით ვართ ხმის ამომღები არავინ გვყავს.
ლაშა
02 დეკემბერი 2020 14:28
0
ჩვენც ნეიტრალურ მოედანზე უნდა მოვითხოვოთ თამაში მეორე მატჩში.
გია
26 ნოემბერი 2020 14:47
1
ყარაბაღია კარგი ვარიანტი.
ნუკრი
26 ნოემბერი 2020 17:36
0
არავითარი დათმობა, ჩამობრძანდნენ ვიკინგები საქართველოში თუ არადა წაგება აიკიდონ 3-0, განმეორებით მატჩზე კი გოგოები 3-0-ს არ წააგებენ!
jango
26 ნოემბერი 2020 14:28
0
აგერ რუმინეთში ვერ ჩავიდა ნორვეგიის ნაკრები ორი კვირის წინ და წაგება ჩეთვალა ასე რომ დაფიქრდით ;)
lol
26 ნოემბერი 2020 11:36
1
Ჩვენი ფედერაცია რა Თქმა უნდა Შვედების ყველა მოᲗხოვნას დაეᲗანხმება,აბა Თქვენ იციᲗ სადმე ახლოᲨი მოუᲫებნეᲗ ნეიტრალური მოედანი,ᲨვედეᲗის მოსაზᲦვრე ქვეყანაᲨი....
ზურა
26 ნოემბერი 2020 10:18
7
მიდით ბოლომდე კლავიატურის პროფესორ - პატრიოტებო!! ეძებეთ ყველგან და ყველაფერში შეთქმულება, ლანძღეთ და აგინეთ ჩვენი და უცხო ქვეყნის მთავრობები,ფიფა, უეფა, ნატო, ევრკავშირი და ა. შ. სხვა რა შეგიძლიათ როო?
me
26 ნოემბერი 2020 09:59
16
ნეიტრალური სტადიონი ფული არ ღირს ნეტავ? იქ /ჩარტერული/ ფეხით მიდიან. მაგათ თუ ფული არ აქვთ ლანჩხუთმა რა ქნას. ეშინიათ და კაი პონტში უნდათ ითამაშონ. ფედერაციას!!! არ დაუშვათ ჩვენი გოგოების დაჩაგვრა
fasia
26 ნოემბერი 2020 09:31
1
პროფესიონალური კლუბია და ჩარტერული რეისით ჩამოსვლაზე წუწუნებს, ფულს ითხოვს რომ ჩარტერული რეისით ჩამოვიდეს, რა ცუდია რომ ქალთა ფეხბურთში ფინანსების პრობლემა ესეთი დონის კლუბისთვისაც კი არსებობს. იმედია უეფა ისედაც აშკარა ფავორიტთან ისე არ იზამს რომ ნეიტრალურზე გვათამაშოს!!
zaza
25 ნოემბერი 2020 23:22
1
ჩაეთვალოთ წაგება საქართველოში არ ჩამოსვლის გამო, ეს იქნება სამართლიანი
gia
25 ნოემბერი 2020 23:03
0
შვედეთის მთავრობას არ გავკარი, უეფა ხო არ უკრძალავს? ნუ ჩამოვლენ, ტექნიკური გამარჯვება "ლანჩხუთს", 3-0.
Dato
26 ნოემბერი 2020 08:31
0
ერთი თამაში ნეიტრალურზე და მისი ჯანი, ან 3-0 ლანჩხუთში ჩამოუსვლელობის გამო
შაკო
25 ნოემბერი 2020 22:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული