"ლანჩხუთი" შვედეთში 0:10 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "ლანჩხუთი" შვედეთის ქალაქ მალმიოში "როსენგარდთან" 0:10 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისში 0:7 წაგებული შეხვედრის შემდეგ ეს დაპირისპირება ფორმალურ ხასიათსღა ატარებდა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ასევე 5 უპასუხო გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, "ლანჩხუთი" ქალთა პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.

როსენგარდი: მუსოვიჩი, ლევენსტადი, ვიგოსდოტირი, ბიორნი, სვავა (პერსონი 75), სეგერი (კრისტელი 66), ტროელსგაარდი, ჩანკოვიჩი, რუტინგ-კანერუდი (სამუელსონი 63), ანვეგარდი, ბენისონი

ლანჩხუთი: გაბუნია,
ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, გუჯაბიძე, თოდაძე, დანელია (ნარსია 82), გასვიანი (დიმოპოულო 46), ჭყონია, ხაბურზანია, წოწერია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქალთა ფეხბურთი საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო განვითარება და არა 2017 დან როგორც აცხადებს ფედერაცია.რატომ მალავენ ინფორმაციას.ნინო სორდიას არაკომპეტურობა და უცოდინრობა კარგ შედეგებამდე არ მიიყვანს ქალთა ფეხბურთს.ერთადერთი რაც გააკეთა5 ინზე ის რომ ჩამოაყალიბა კარგი ტურისტული სააგენტო სახელად ქალთა ფეხბურთის ფედერაცია.ნუ ელოდებით შედეგებს გულშემატკივრებო
მაია
20:09 17-12-2020
0
გააუქმე ქალთა ფეხბურთი და ასეთი რაღაცეები გამოსავალი არაა,ახლა ყალიბდება ქალთა ფეხბურთი და სხვას რას ელოდნენ ზოგიერთები, აქამდეც რო მივიდნენ ეს არის გასაკვირი,პრობლემები როგორც ქალთა ისე კაცთა ფეხბურთშია, აბა მოყვარულები რო 6-1 მოგიგებენ ის კლუბიც გასაუქმებელია მაგრამ დინამოს არავინ გააუქმებს,პრობლებს მოგვარება უნდა ფეხბურთში და რამე უნდა გაკეთდეს ამისთვის, განზე გადგომა ადვილია.
ziko
17:55 17-12-2020
0

სიახლეები პოპულარული