"ლანჩხუთი" შვედეთში 0:10 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "ლანჩხუთი" შვედეთის ქალაქ მალმიოში "როსენგარდთან" 0:10 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისში 0:7 წაგებული შეხვედრის შემდეგ ეს დაპირისპირება ფორმალურ ხასიათსღა ატარებდა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ასევე 5 უპასუხო გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, "ლანჩხუთი" ქალთა პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.

როსენგარდი: მუსოვიჩი, ლევენსტადი, ვიგოსდოტირი, ბიორნი, სვავა (პერსონი 75), სეგერი (კრისტელი 66), ტროელსგაარდი, ჩანკოვიჩი, რუტინგ-კანერუდი (სამუელსონი 63), ანვეგარდი, ბენისონი

ლანჩხუთი: გაბუნია,
ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, გუჯაბიძე, თოდაძე, დანელია (ნარსია 82), გასვიანი (დიმოპოულო 46), ჭყონია, ხაბურზანია, წოწერია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
3-0 ზე განადგურდას წერთ და 10-0 დამარცხდა?
7
რაც ამ გოგოებმა გააკეთეს ვაღიაროთ რომ არის გმირობა გაიარეს ორი ეტაპი და მეტი ვერ შეძლეს და ეს გასაგებიცაა.... მაგრამ უნდა ვთქვა რომ ცოტა ამბიციურობაც ახლდა ყველა გასართობი არხები მოიარეს, ესაო ისაო რეკლამები ბარსელონა, მანჩესტერი , მადრიდი და ლანჩხუთიო, კაცები კუხნაშიო, ჩვენა ვართო რაც ვართო მაგრამ შვედებმა დაანახვეს სად ვართ ბურთი საერთოდ დაუმალეს და გაჰქონდათ ყოველ 10 წუთში გოლები სხვადასხვა პოზიციებიდან, ზოგი ჩვენი ფეხბურთელი რატომ იყო სტადიონზე ბოლომდე არც იცოდა, არანაირი ორთაბრძოლა, არანაირი ჟინი,დაცვაში უკეთ უნდა ეთამაშათ მაგრამ არც ტაკტიკა და არც მომზადება, არ არის თქვენი საქმე ფეხზბურთი, ნაკრები ყველაზე სუსტია დღეს მსოფლიოში შოუზებზე სიარულს ჯობდა გევარჟიშათ თქვენს მწვრთნელთან ერთად 17-0 არ წააგებდით.
giorgi 777
10:52 17-12-2020
4

სიახლეები პოპულარული