"თბილისის "ლოკომოტივი" უბრალო გუნდი არ არის. "რეალის" მესამელიგელთან მარცხი გაიხსენეთ" - აცხადებს მოსკოვის "დინამოს" ექსმწვრთნელი

AutoSharing Option
რუსებს მოსკოვის "დინამოს" თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი (1:2), ეტყობა, დღემდე ვერ მოუნელებიათ და გუნდის ყოფილ მწვრთნელს, კირილ ნოვიკოვს Матч ТВ სწორედ იმ მატჩზე ესაუბრა.

- თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგაზე წაგება როგორ მოახერხეთ?
- როგორც ამბობენ: "ცუდი დავიწყებას მიეცემა", ჩვენ კი ვახსოვართ.

- ეს რაღაც ძალიან მოულოდნელად მოხდა...

- ჩემთვის "დინამოში" მუშაობისას პოზიტივი მეტი იყო, ხოლო ის, რაც თბილისში მოხდა... რამდენიმე ფეხბურთელმა მოულოდნელად თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე ითამაშა. ალბათ, ეს ჩვენი ბრალიცაა: გუნდი არასწორად მოვამზადეთ, საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვეთ.
ფაქტი კი ფაქტად რჩება: ერთის გავარდნა მძიმეა, ორის - ძალიან მძიმე, სამის - კატასტროფა. ასე დასრულდა თბილისური შეხვედრა. 

- უკანა რიცხვით რამის შეცვლა რომ იყოს შესაძლებელი, რას შეცვლიდით?
- გუნდი ამ რაუნდში და ამ მეტოქესთან საბრძოლველად მზად არ იყო. ზოგიერთი ფეხბურთელი რომ თავის მაქსიმუმს ვერ აჩვენებს, ამის განსაზღვრა ძნელია, ეს თამაშისას გამომჟღავნდა. გამოდის, სამწვრთნელო შტაბმა ვერ იგრძნო ეს მომენტი.

შესაძლოა, მათთან ინდივიდუალურად მუშაობა ღირდა ან შემადგენლობაში სხვები უნდა დაგვეყენებინა. ამაზე მსჯელობა მხოლოდ უკანა რიცხვით შეგვიძლია, როდესაც შედეგი ცნობილია, რომელიც "დინამოსთვის" სამწუხაროა. თუმცა მატჩის დაწყების მომენტში შემადგენლობა და მისი მზადყოფნა ოპტიმალურად მოჩანდა.

- შეიძლება თუ არა თბილისში მარცხი "არსენალთან", "ნეფტჩისთან", "როსტოვთან" და "მაკაბისთან" წაგებებთან ერთ ჭრილში განვიხილოთ? საერთო რუსული ტენდენცია ხომ არ არის?
- ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და მაინც კარგა ხანია უნდა მივხვდეთ: ნახევარი ძალით ვერც ერთ გუნდს ვერ დაამარცხებ. თბილისის "ლოკომოტივი" უბრალო გუნდი სულაც არ არის. მწირი ბიუჯეტი? მაპატიეთ, მაგრამ "რეალმა" ახლახან თასზე მესამე დივიზიონის გუნდთან წააგო. პატარა გუნდს ყოველთვის აქვს დიდის დამარცხების შანსი. ეს კანონზომიერება არ არის, მაგრამ გამორიცხვა არ შეიძლება.

საკუთარ წილ პასუხისმგელობას, რა თქმა უნდა, არ ვიხსნი. ჩემი გადაყენება, ფაქტობრივად, ამ მარცხმა გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული