თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" წინასასეზონო მზადებას აგრძელებს. გიორგი ნემსაძის გუნდი ხვალ თბილისის დროით 18:00 საათზე მორიგ მატჩს კიევის "დინამოსთან" გამართავს.
ამას გარდა, "დინამო" კიდევ 4 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს: 4 თებერვალს ბულგარეთის "ლუდოგორეცს", 6 თებერვალს უკრაინის "ზორიას", 8 თებერვალს რუსეთის "სოჭის", ხოლო 11 თებერვალს უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.
"დინამომ" უკვე 3 სპარინგი გამართა: "რადნიკთან" 0:1 წააგო, "ნაპრედაკს" 1:0 მოუგო, "კოლოსს" კი დაუზავდა - 1:1.