კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს

AutoSharing Option
"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.

"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით
"დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".

ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:

"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.



მკითხველის კომენტარები / 44 /
ქეცბაია და ფასადური ფეხბურთი გვინდა?
იაგო
04 თებერვალი 2021 17:50
10
მე მაგალითათ გერმანელ სპეციალისტს მოვიწვევდი. რომელ ქვეყანამაც ეგ გზა აირჩია ყველამ შედეგი დადო, რად ღირს მარტო ოტო ილგნერის დროინდელი საბერძნეთის ნაკრების გახსენება! თუ გინდათ გუნდში წესრიგი კაცი რომელიც არ გაუწევს ანგარიშს ვიღაცის დავალებას და შედეგს დაგიდებთ, მაგაზე კარგს ვერ მოიფიქრებთ! მაგალითათ მიუნხენის ბაიერნმა სამი უძლიერესი სპეციალისტი გაუშვა რო უფრო ძლიერი მოეძებნათ და ის ხალხი ამ დრომდე უგუნდოთ არიან მგონი მაგალითათ კლინსმანი ან რიგხაგელი!
საქართველო
04 თებერვალი 2021 17:21
11
კტო ტაკაია წიოწა ნინა იზ ტბილისი?
ირაკლი
05 თებერვალი 2021 15:05
0
ოტო ილგნერი ვინაა ? :0 ილგნერი იყო სახელად ბოდო . ოტო ერქვა რეჰაგელს და ის იყო იმ საბერძნეთის მწვრთნელი . არ არის აუცილებელი უცხოელი . უცხოური მიდგომა უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან და მივიღებთ ისეთ ფეხბურთელებს , როგორებსაც ესმით უცხოელი მწვრთნელის , მაგალითად გერმანელის . არ გვყავდა ტოპმიოლერი და კუპერი ? რომელიმეს კომპეტენცია დაეწუნებოდა თუ ეხლანდელი ფეხბურთელები ჯობიან მაშინდელებს ? ! შედეგითაა ძამიკო დასათვლელი . აქ კიდევ , ჩივაძე ჯობდა ყველას და არა მგონია წინაპრებიდან გერმანელი ყავდეს ვინმე საშას . რატომღაც , მალე ივიწყებთ გუშინდელ დღეს და ემოციებზე დაურდნობით წერთ .
zaza
05 თებერვალი 2021 02:47
0
ყველა გამოხმაურება
მთელი მსოფლიო განახლებასა და გაუმჯობესებას ეძებს!! ჩვენ კიდევ წარსულს უბრუნდებით და იგვე წრეზე ვიწყებთ სიარულს!! გვჭირდება ძლიერი სპეციალისტი რომელიც გუნდს ამ ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს!! აღარ გვინდა ამ 0-0ის კარგ შედეგად გამოცხადება!! თემურს კი წარმატება იმ გუნდში სადაც მოღვაწეობს!!
გურამი
04 თებერვალი 2021 17:06
8
გამოასწორონ შეცდომა და დანიშნონ კახა. კიდევ დასაკარგი 5 წელი არ გვაქვს
13
04 თებერვალი 2021 16:54
29
გვახსოვს, როგორ არ გვახსოვს, ბარსელონასავით პასებით რომ გვათამაშა ესტონეთთან, რა დამავიწყებს.
emigranti
05 თებერვალი 2021 01:39
0
რატომ ხართ ცხადაძის წინაამღდეგი? არ გახსოვთ ქეცბაიას შემდეგ მოვიდა და როგორ შეტევითი ფეხბურთზე გადაიყვანა. თუნდაც გერმანიასთან თამაში.(წაგების მიუხედავად) მაშინ უკმაყოფილო იყავით მისი წრთნელობით? ბარსელონასავით პესებით რომ ათამაშებდა
13
04 თებერვალი 2021 18:13
15
ქეცბაია ყველაზე კარგი კანდიდატურაა და ათი თავით მაღლაა ყველა მწვრთვნელზე ჩემი აზრით! ეგეც არ იყოს ახლაც ბევრს აკეთებს საქართველოს ნაკრებისთვის რომ ბიჭებს აძლევს სათამაშო პრაქტიკას!
ნამდვილად მივესალმები მის დანიშვნას!!!!
ჩაიბარე რა კაცურად თემურ!
04 თებერვალი 2021 16:43
41
ფედერაციიდან წერ??
კაცურათ!!
04 თებერვალი 2021 18:17
6
ასწავლეთ ქართველ ბავშვებს ფეხბურთი და ლეგიონერების ჩამოყვანა არ დაგჭირდებათ
შოკირებული გულშემატკივარი
04 თებერვალი 2021 16:38
2
შეხედეთ კობიაშვილს, იაშვილს, მუჯირს, ცქიტიშვილს, შეხედეთ ფედერაციის მართვით ორგანოს და ამ "ინტელექტის" ფონზე მწვრთნელთა ძირითადი მასა ხომ წარმოგიდგენიათ რა დონისაა და რა უნდა ასწავლონ ბავშვებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მარტო ეხლანდელ მმართველებს არ ვგულისხმობ, არც წინა და იმის წინის წინა წარმოადგენდა რამეს. რა გახდა პროფესიონალი მენეჯერები ამ სფეროში. თუ ოდესმე ბურთი გაგიგორებია, რაღა მაინდამაინც ფეხბურთის ფდერაციის სათავეში უნდა მოხვიდე შე ოჯახაშენებულო. ან რა გახდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულ მუდამ მმართველი პარტიის წევრი ან დანიშნული როგორ უნდა იყოს. აი სადაა ჩვენი ფსკერზე ყოფნის მიზეზები.
ირაკლი
05 თებერვალი 2021 15:12
0
ასწავლეთ, კარგია.მაგრამ ვინ უნდა ასწავლის? ორ სიტყვას რომ ერთად ვერ გადააბავს ,ეგ რა მწვრთნელია?ფედერაციიდან დაწყებული, ნებისმიერი კლუბის თუ საბავშვო გუნდების მწვრთნელები,დაბალინტელექტუალური და გაუნათლებელი ხალხის ხელშია. ვინმემ თუ ახალგაზრდობაში ბურთის გირაობა იცოდა,ეგ კიდე მწვრთნელი ასე არ ნიშნავს.
და ერთიც.როდის დავემშვიდობებით მითს რომ ქართული ფეხბურთი ტექნიკურია? ფიზმომზადება- ნოლი( ერთი ფეხბურთელი არ გვყავს თამაშის დროს 3- 3,5 კმ რომ გადაადგილდეს,როცა წამყვან კლუბებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 7-8 კმ-ია.ესე იგი მოძრაობენ მხოლოდ 45 წუთი)
ინტელექტი- ნოლი.მონდომება- ნოლი.პერსოექტივა- სარატოვის და ვორონეჟის მაქსიმუმ.რას უზამს ასეთ ფეხბურთელებს ნაკრების მწვრთნელი?
ჟორა
04 თებერვალი 2021 18:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული