კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს

AutoSharing Option
"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.

"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით
"დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".

ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:

"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.



მკითხველის კომენტარები / 44 /
რა ქეცბაია რის ქეცბაია,ქეცბაიას ნაკრები ნუთუ არ გახსოვთ რა დონის ანტიფეხბურთს უბერავდა.თუ ქართველ მწვრთნელზეა საქმე ცხადაძე ჯობია ბევრად
კახი კახა
04 თებერვალი 2021 20:39
32
მიკვირს ამდენი გულშემატკივარი რომ გამოუჩნდა ქეცბას. თუ არ გახსოვთ მე გაგახსენებთ ქეციბაიას დროინდელ შედეგს, მთელი შესარჩევის დროს ნაკრებმა სულ 4-გოლი გაიტანა ძირითადათ გუნდი 0-0 0-1 თამაშობდა. და რატომ გინდათ კიდევ იგივე? თუ ბედნიერებათ მიგაჩნიათ რომ გუნდი დიდი ანგარიშით არ აგებს რადგან 11-კაცი კარს იცავს! და კიდევ არის და ლარისას რომ უგებ ეგ არ ნიშნავს რომ შვედეთის და ესპანეთის ნაკრებს რამეს შესთავაზებ!
lelo
04 თებერვალი 2021 19:38
12
შემადგენლობებს გადახედე მაშინდელს და ახლანდელს. უთამაშებელი ხუბუტია დაცვის ბურჯი იყო, უთამაშებელი კობახიძე - ნახევარდაცვის და რა შედეგი უნდა დაედო.
ცოტნე
04 თებერვალი 2021 20:03
18
ეტყობა ფედერაციას კაი შედეგი გონია ბოლოს წინა ადგილი როცა გიბლარტალი გყავს ჯგუფში და იმიტომ ეძახიან ქეციბაიას??
arabika
04 თებერვალი 2021 20:18
20
მთელი მსოფლიო განახლებასა და გაუმჯობესებას ეძებს!! ჩვენ კიდევ წარსულს უბრუნდებით და იგვე წრეზე ვიწყებთ სიარულს!! გვჭირდება ძლიერი სპეციალისტი რომელიც გუნდს ამ ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს!! აღარ გვინდა ამ 0-0ის კარგ შედეგად გამოცხადება!! თემურს კი წარმატება იმ გუნდში სადაც მოღვაწეობს!!
გურამი
04 თებერვალი 2021 17:06
8
ასწავლეთ ქართველ ბავშვებს ფეხბურთი და ლეგიონერების ჩამოყვანა არ დაგჭირდებათ
შოკირებული გულშემატკივარი
04 თებერვალი 2021 16:38
2
ასწავლეთ, კარგია.მაგრამ ვინ უნდა ასწავლის? ორ სიტყვას რომ ერთად ვერ გადააბავს ,ეგ რა მწვრთნელია?ფედერაციიდან დაწყებული, ნებისმიერი კლუბის თუ საბავშვო გუნდების მწვრთნელები,დაბალინტელექტუალური და გაუნათლებელი ხალხის ხელშია. ვინმემ თუ ახალგაზრდობაში ბურთის გირაობა იცოდა,ეგ კიდე მწვრთნელი ასე არ ნიშნავს.
და ერთიც.როდის დავემშვიდობებით მითს რომ ქართული ფეხბურთი ტექნიკურია? ფიზმომზადება- ნოლი( ერთი ფეხბურთელი არ გვყავს თამაშის დროს 3- 3,5 კმ რომ გადაადგილდეს,როცა წამყვან კლუბებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 7-8 კმ-ია.ესე იგი მოძრაობენ მხოლოდ 45 წუთი)
ინტელექტი- ნოლი.მონდომება- ნოლი.პერსოექტივა- სარატოვის და ვორონეჟის მაქსიმუმ.რას უზამს ასეთ ფეხბურთელებს ნაკრების მწვრთნელი?
ჟორა
04 თებერვალი 2021 18:00
2
შეხედეთ კობიაშვილს, იაშვილს, მუჯირს, ცქიტიშვილს, შეხედეთ ფედერაციის მართვით ორგანოს და ამ "ინტელექტის" ფონზე მწვრთნელთა ძირითადი მასა ხომ წარმოგიდგენიათ რა დონისაა და რა უნდა ასწავლონ ბავშვებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მარტო ეხლანდელ მმართველებს არ ვგულისხმობ, არც წინა და იმის წინის წინა წარმოადგენდა რამეს. რა გახდა პროფესიონალი მენეჯერები ამ სფეროში. თუ ოდესმე ბურთი გაგიგორებია, რაღა მაინდამაინც ფეხბურთის ფდერაციის სათავეში უნდა მოხვიდე შე ოჯახაშენებულო. ან რა გახდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულ მუდამ მმართველი პარტიის წევრი ან დანიშნული როგორ უნდა იყოს. აი სადაა ჩვენი ფსკერზე ყოფნის მიზეზები.
ირაკლი
05 თებერვალი 2021 15:12
0
ცხადაძე
gia
04 თებერვალი 2021 19:35
17
...და ბაჩანა, ასისტენტად.:)))
emigranti
05 თებერვალი 2021 01:36
2
ქეცბაია და ფასადური ფეხბურთი გვინდა?
იაგო
04 თებერვალი 2021 17:50
10
3 მეტნაკლებად გამორჩეული მწვრთნელები გვყავს, ქეცბაია ცხადაძე და არველაძე.. რათქმაუნდა ქეცბაიას უკეთესი სამწვრთნელო კარიერა აქვს, ვიდრე ცხადაძეს და არველაძეს. თუ ქართველი უნდა იყოს ისევ ქეცბაია, თუ არადა უცხოელი.
გოგა
04 თებერვალი 2021 19:55
32
განათლებული და ენის ტარტარი კიარა ფეხბურთი უნდა ესმოდეს მწვრთნელს და ფეხბურთელების კლასიც ხელს უნდა უწყობდეს.ახალკაცი არც ლომონოსოვი იყო და არც ნიუტონი არც მიხიჩა ლატვია რო ევროპაზე გაიყვანა წაიკითხეთ პახარსი რას წერს.ტაქტიკა დისციპლინა და ფიზიკური მომზადება ეს სამი რამ თუარ გაქ მარტო ფინტი შეინახე ნაფტალინში რუჩნოი ამოწეულივით რო ბუქსაობ ერთ ადგილზე მაგას ფეხბურთი არ ქვია. რა ბედოვლათი ნაკრები გყავს ხო იცი ხოდა შენ რო იცი იმ უცხოელმაც იცის ამიტომაც არ მოდის.
Zaza
04 თებერვალი 2021 18:53
3
აქ ხალხი ისე ლაპარაკობს, თითქოს ვინმე თავს იკლავდეს ჩვენთან მუშაობაზე. ბენიტესზე ნაკლები არ იყო კუპერი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნაკრების დონეს შევხედოთ და ისე ვიმსჯელოთ. არველაძეს არ უნდა და გასაგებია, რომ თავს საგინებლად არ გაიხდის. ასევე უცხოელი, რომელიც ეგრევე მიხვდება, რომ კაჭარავას მუცლურ-გვერდული არ გამოადგება. ამიტომ ამ სიტუაციაში ვინმე ნორმალურის დაყოლიება ძალიან ძნელია მითუმეტეს რეალური შედეგი მეოთხე ან მეხუთე ადგილის ზემოთ ამ გუნდით ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ცხადაძეც არ არის იმ დონის მწვრთნელი, რომ მიღწეულზე უკეთესი შედეგი აჩვენოს
: )))))))
05 თებერვალი 2021 04:08
1
ახალკაცი ფეხბურთის ლომონოსოვიც იყო და ნიუტონიც. მასზე ერუდირებული მწვრთნელი საქართველოს არ ჰყოლია. სწორედ ეს იყო მისი წარმატების საფუძველი. დღესაც გვყავს მსგავსი ახალგაზრდა მწვრთნელი, მაგრამ არა მგონია დაინიშნოს, რადგან ზემოდან რჩევებს არ აჰყვება და ამისთანა არ უნდათ. მწვრთნელი ვერ დაუნიშნიათ და ეხლა კარგი ფსიქოლოგი რომ მოვთხოვოთ ნაკრებში, შეიძლება გაისისთვის მოძებნონ, აუცილებლად სჭირდებათ.
emigranti
05 თებერვალი 2021 01:56
0
ცხადაძე მწვრთნელად ახლა ყველაზე კარგი იქნებოდა, შეუძლია მას ფეხბურთელებთან ურთიერთობა,ვაისი კი ბოლოს ისე იყო აჭრილი რას აკეთებდა ფეხბურთელებმა კიარა თვითონაც არ იცოდა,ცხადაძეს კი შეუძლია გუნდი კარგად დაქოქოს და ფეხბურთელების მიმართ მომთხოვნიც იყოს,კარგი ფსიქოლოგიც ჩანს ცხადაძე.
ziko
04 თებერვალი 2021 18:07
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული