თბილისის "დინამომ" კარგად დაწყებული მატჩი ცუდად დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ბულგარეთის ჩემპიონატის ლიდერ "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა, რომელმაც აქამდე კიევის "დინამოს" მოუგო (2:1), "შახტარს" კი დაუზავდა (2:2).

"დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა და მარუშიჩმა დებიუტში ჩვენი გუნდი დააწინაურა (ეს შეკრებაზე მისი მეორე გოლია). ამის შემდეგ "დინამოს" შეტევები მინავლდა, უპირატესობას მეტოქე დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა (დესპოტოვმა და კესერუმ) და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმში "დინამოს" მცველის უხეში შეცდომით შეცვლაზე შესულმა ჩიბოტამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): მიგინეიშვილი, მონხილი, ბენიო,
ხვადაგიანი, პაპავა, ლომინაძე, იაშვილი, მოისწრაფიშვილი, ორშულა, მარუშიჩი, კასტრო

შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, ქარდავა, მექვაბიშვილი, კუცია, ახვლედიანი, აბუაშვილი

"დინამო" შეკრებაზე "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, "ნაპრედაკს" 1:0 სძლია, "კოლოსს" დაუზავდა 1:1, კიევის "დინამოსთან" 0:1 წააგო, 6 თებერვლს კი "ზორიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აკი ფიფიამ(მე რამდენედ} ევროპული სტანდარტების გუნდს ვაშენებთო?სასაცილოა რა, ან ამ ლეგიონერებს რა კრიტერიუმით არჩევენ, იქნეწბ ვინმემ ახსნას, იმით ხომ არა იაფი და ბევრი? მაგ ჩამოყვანილ "ვსრსკვლავებს" ისევ ქართულ ბავშვთა ბეხბურთს მიხედეთ, ნიჭიერი ბავშვები ბევრია სწორი განვითარება უნდა
ალეკო
11:24 05-02-2021
4
ბოლოს როდის მოუგია ქართულ კლუბს ნორმალური გუნდისთვის,თუ ლოკომოტივის ერთ გამონათებას არ ჩავთვლით?სამოყვარულო დონეზე ვართ.კიევთან ვუყურე ბოლო ოც წუთს და საშინელება.ნორმალური პასი ვერ გააკეთეს,ნორმალურად ვერ გაიქცნენ,არასწორი გადაწყვეტილებები,უმდაბლესი დონე,ამის ქვევით უკვე აღარაფერია.ამის შემყურე რა სურვილი უნდა გაგიჩნდეს ქართული კლუბის თამაშის ყურების?ლეგიონერები?ვინ ჩამოდის,მხოლოდ ის ვისაც ბოლო ექვსი თვეა არ უთამაშია ფეხბურთი.ან რა აზრი აქვს ამ შეკრებებს,6 თვის მერე სულ სხვა შემადგენლოვბა იქნება ყველა გუნდში.20 წელია ერთწრეზე ვტრიალებთ.ამ ფულით რაც შეკრებებზე იხარჯება,ვინმე ნორმალური ლეგიონერი ჩამოიყვანონ.აქვთ მეტის საშუალება ჩვენი კლუბების მეპატრონეებს,მაგრამ უფასოდ,მინიმალური დანახარჯებით არ ხდება გუნდის გაძლიერება.
master
10:49 05-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული