"საბურთალომ" მზადების პირველი ეტაპი თბილისში დაასრულა, თურქეთში ჩავიდა და შეკრების დასკვნითი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება:
"საბურთალო" ქალაქ ლარაში 2 კვირის განმავლობაში მოემზადება. ლევან კორღალიძის გუნდი თურქეთში რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს. გადაწყვეტილია, რომ 8 თებერვალს ჩვენი გუნდი უკრაინულ "ოლექსანდრიას" დაუპირისპირდება, 11 რიცხვში რუსეთის პირველი ლიგის "ტომს" გაეჯიბრება, 14-ში კი ასევე რუსულ "ორენბურგს" შეხვდება. რაც შეეხება მეოთხე სპარინგ-მატჩს, მეტოქის ვინაობა რამდენიმე დღეში გადაწყდება.
“საბურთალო” თურქეთში შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
ოთო გოშაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლუკა ლეჟავა, ვიქტორ მუდრაკი, დმიტრი მანდრიჩენკო,
გიორგი ლაცაბიძე, ლევან ნონიკაშვილი, ელვინ ტერა, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ერისთავი, რომან ჩაჩუა, ოთო მამაგეიშვილი, გიორგი ჯგერენაია, თომა ტაბატაძე, თორნიკე ძებნიაური, ნიკოლოზ მალი, შოთა ნონიკაშვილი, ოთო ფარულავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა, დაჩი ცნობილაძე, ლევან კაკუბავა, რაფიქ ამინუ.
გუნდის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე, რომელიც ამჟამად ესპანეთში სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ეტაპს გადის, თავისიანებს 8 თებერვალს, თურქეთში შეუერთდება".