თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.
"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.
პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.
"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი
თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.