გიორგი ჭიაბრიშვილი: "როსტოვთან" ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში "როსტოვთან" დამარცხების (1:4) შემდეგ კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"რთული მოწინააღმდეგე გვყავდა. მე ვთვლი, რომ ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. საწყისი ტაქტიკური ამოცანები, რაც ვარჯიშზე დავგეგმეთ, ნაწილობრივ გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ დავმარცხდით, მაგრამ აქ იმისთვის არ ვიმყოფებით, რომ მოგებაზე ან წაგებაზე ვიფიქროთ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავხვეწოთ სათამაშო კომპონენტები. ასეთი სპარინგები ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებმაც გამოცდილება უნდა მიიღონ. ამდენად, წაგება პრობლემა არ არის, რამეთუ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ
და ამ ბიჭების იმედი გვაქვს.

შეიძლება დღეს შედეგი ვერ მივიღოთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვეყოლებიან".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რავა სუყველა მწვრთნელები (რამდენიმე წელიწადზე საუბრობთ) ამასობაში კი 30 ელი გავიდა და რა, არაფერი,გარდა ყველა ტურნირებზე დიდი ანგარიშებით წაგებისა.
მალხაზ ჯობავა
11:51 11-02-2021
1
ფეხბურთელები თუ არ ათამაშე ისე რა შედეგს დადებ ..თავი რომ მოგაქვს დიდ მწვრთნელად
კეკელიძე
08:50 11-02-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული