უკვე უკეთ - "ლოკომოტივი" "კრასნოდართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურ შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივი" "კრასნოდართან" 2:3 დამარცხდა.

"კრასნოდარი" რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წამყვანი გუნდია, თუმცა ამ სეზონში სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობს, 19 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს" 11 ქულით ჩამორჩება. ვიდრე თბილისის "ლოკომოტივს" შეხვდებოდა, "კრასნოდარი" პირველი შემადგენლობით მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:4 დამარცხდა.

თბილისურ გუნდს "კრასნოდარი" ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდა და კამბოლოვისა და კუტოვოის გოლებით დაწინაურდა. შემდეგ სიხრულიძემ ანგარიში შეამცირა. 34-ე წუთზე სულეიმანოვმა საჯარიმოდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 1:3 წააგო.

მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი
ინიციატივას დაეუფლა. მის შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა დარცმელია და მისი პასით შონიამ ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში "ლოკო" ბევრს უტევდა, მაგრამ მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო.

მიუხედავად დამარცხებისა, "ლოკომოტივმა" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის პროგრესი აშკარაა, თუმცა ჯერ მის თამაშში წუნი შეინიშნება.

14 თებერვალს თბილისის "ლოკომოტივი" იმ მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს "კრასნოდარი" 4:0 გაანადგურა.

"ლოკომოტივი" (თბ) (სასტარტო): მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, კახაბრიშვილი, სამურკასოვი, თ. კირკიტაძე, სიხარულიძე

სათადარიგოები: თევდორაძე, მჭედლიშვილი, ქველაძე, ანდრონიკაშვილი, კაშია, იმრანი, იაკობიძე, გავაშელიშვილი, ბუიღლიშვილი, მუკბანიანი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჭიაბრიშვილს რომ აგინებთ, უფრო პერსპექტიულს ვის ხედავთ. ცეცაძე საქართველოს საუკეთესო მწვრთნელია ალბათ. ეს რეალობაა და ამას ვერსად გავექცევით, მთელი ცხოვრება გინებაში და დეპრესიაში ვიქნებით. ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელიც ამ დონის ფეხბურთელებით ვერ დაგვიდებს ბევრად უკეთეს შედეგს. ყველაზე რეალურია ვისაც ასე განაღვლებთ აქაური ფეხბურთის დონე მოსთხოვეთ ფედერაციას ბავშთა ფეხბურთში თანხების გაზრდა. ასევე ღარიბი ოჯახის ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება რომ აიყვანონ საუკეთესო საფეხბურთო სკოლებში(თუნდაც საზღვარგარეთ). ასევე მოსთხოვონ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებს(მათ შორის ფიზმომზადების) საერთაშორისო სერთიფიკატი.
1
რა უკეთ ნამუსი არაგაქვთ. კრასნოდარმა 10 წუთით ადრე ითამაშა. ეგიყო დუბლები. რას ბაქიბუქუბთ ერთი 18 წლის ბავშვებთან წააგეს
გიორგი
11:33 12-02-2021
0

სიახლეები პოპულარული