ბათუმის "დინამო" "როტორთან" 1:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ამხანაგურ მატჩში "როტორთან" 1:3 დამარცხდა.

ბელეკში წვიმდა, ძლიერი ქარი ქროდა, მატჩი კი ვოლგოგრადული გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც 2 გოლი პენალტით გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს "დინამო" ინიციატივას დაეუფლა, რამდენიმე მომენტი შექმნა და ბოლო წუთზე ფანცულაიამ ერთი გოლი გაიტანა.

"დინამო" (ბთ): (სასტარტო): ალავიძე, აზაროვი, აზაცკი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, მანჯგალაძე, ტეიდი, ზარია, ჯიღაური, ჯიჯავაძე, ნიქაბაძე

"როტორში" პირველ ტაიმში ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი არაბიძემ ითამაშეს, ხოლო მეორეში - საბა კვირკველიამ და ნიკოლაი ყიფიანმა, რომელმაც საგოლე გადაცემა
გააკეთა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა.

აქამდე შეკრებაზე ბათუმის "დინამო" "ლვოვსა" (1:1) და ტულის "არსენალს" (0:0) დაუზავდა, ხოლო "ბორაცს" სძლია (2:0).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფლამირიონზეც მიგეწერათ ერთი ორი სიტყვა
პაოლო
00:53 17-02-2021
1

სიახლეები პოპულარული