-სენიორ მესხი, ფრანკო (ესპანეთის დიქტატორი -ავტ.) მადრიდის "რეალში"გეპატიჟებათ და გთავაზობთ, თქვენივე ხელით ჩაწეროთ ის თანხა, რისი მიღებაც ხელფასის სახით გსურთ.
მიხეილ მესხმა "რეალის"პრეზიდენტს დელიკატური უარი უთხრა. გაბრაზებულმა ბერნაბეუმ ჩეკის წიგნაკს ხელი დაავლო, კარისკენ წავიდა და თან მიშას მიაძახა:
-ფრანკომ მითხრა, თუ უარით გამოგისტუმრებს, მაგ წითელ ფეხბურთელს გადაეცი, რომ საბჭოეთში დღეს ვარსკვლავია, მაგრამ ხვალ შეიძლება შიმშილით ამოხდეს სულიო.
-ეს მაისური ფრანკოს წაუღეთ და უთხარით, რომ დღეს დიქტატორია, ხვალ კი შეიძლება დაამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდეს, მიშა მესხის მაისური გაყიდოს.
intermedia
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]