"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში

AutoSharing Option
rbb24-მა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელიც გერმანულ ბუნდესლიგაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა, ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენ ქართველი მკითხველებისათვის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ.

"შალკეს" ყოფილ ფეხბურთელს ბუნდესლიგიდან ამ კლუბის დაქვეითების შესახებ ჰკითხეს:

"რურის დერბი რომ აღარ იმართება, ეს ძალიან ცუდია. პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, ბოლო წლების განმავლობაში არასწორად რა განხორციელდა" - ამბობს კობიაშვილი. 

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გახმაურებულ ინციდენტზე ეკითხებიან, რომელიც მას "ჰერტაში" თამაშისას გადახდა.

"არ მსურს, მეტი ვისაუბრო იმ ეპიზოდზე. მაშინ ვთქვი, რომ რაც განაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა."

კობიაშვილი "ფრაიბურგში" თამაშსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ გუნდთან გამარჯვების დაგეგმვა ყველას უჭირდა.


მომზადებულია rbb24-ის მიხედვით

alt"არა მარტო ჯანო, არამედ ნებისმიერი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა გვინდა.." - ლევან კობიაშვილი




მკითხველის კომენტარები / 11 /
როდის ცავლენ ესენი პრასვეტი არ იქნება დაფიქედიტ
aron
15:29 21-01-2022
24
ეს ადამიანი, რაც ფედერაციის პრეზიდენტია საქ. ჩემპიონატი რაღაცას დაემსგავსა, ძალიან დაბალი დონეა, მარა ფეხბუთს თამაშობენ. მანამდე, ის ფეხბურთი ნამდვილად არ იყო. როგორ არ მოგბეზრდათ, ან როგორ არ გრცხვენიათ ამდენი ბოღმის ნთხევა. აბა ვინ აკეთებდა საქმეს, ახალკაცის ბიჭი, თუ ის ცირკაჩი. სირცხვილი არ იყო? ბოლო-ბოლო ამ ბიჭმა ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა (ერთადერთია მე მგონი). მარტო მაგიტო იმსახურებს პატივისცემას. ამ ქვეყანაში ხო თუ არ მოკვდი არ დაგაფასებენ. რამ გაგაბოროტათ ასე, იქნებ დაფიქრდეთ.
ქომაგი
00:34 20-05-2021
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული