ქართველი ახალგაზრდა "ბაიერნის" ინტერესებში და მექსიკურ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა, მიუნხენის "ბაიერნმა" და კომპანია "ფოლკსვაგენმა" ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცეს.

ქართველი ნიკა ნოზაძე ერთ-ერთია იმ 15 მოთამაშიდან, რომელთაც მიუნხენური კლუბი ორკვირიან მომზადებას გაატარებს და შემდეგ საკუთარ 19-წლამდელთა გუნდთან ამხანაგურად გააჯიბრებს.

SPORTALL.GE 17 წლის ფეხბურთელს ესაუბრა. ნოზაძე, რომელიც 64 ქვეყნის 654 მოთამაშეში გამოარჩიეს, ამჟამად რეგიონლიგის "მუხიანში" გამოდის:

"ამ კონკურსის შესახებ "ბაიერნის" ოფიციალური გვერდიდან გავიგე.

ბავშვობიდან აქტიურად ვვარჯიშობ და რა თქმა უნდა, მიზნად მქონდა დასახული, პროფესიონალი ფეხბურთელი დავმდგარიყავი, თუმცა "ბაიერნის" ეს ინტერესი ჩემთვის მოულოდნელი იყო.

სულ 2 ეტაპი გავიარე - ვიდეოს გაგზავნა და გასაუბრება. მეორე დღესვე მიუნხენიდან
დამიკავშირდნენ და გუნდში მოხვედრა მომილოცეს. ვფიქრობ, ჩემი ტექნიკური არსენალით  მოიხიბლნენ.

21 ივნისს ჩავდივარ მიუნხენში. ზუსტად 1 კვირაში მექსიკაში 12-დღიან შეკრებას გავივლით, რა დროშიც 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. კეპს უამრავი სკაუტი აკვირდება და როგორც "ბაიერნში" დარჩენა, ისე სხვა გუნდში ჩარიცხვაა შესაძლებელი. მიუნხენში 10 ივლისს დავბრუნდებით."


alt"ბარსელონა" საუკეთესოა, "ბაიერნი" - მე-3... დეკადის საუკეთესო გუნდები გამოვლინდნენ


მკითხველის კომენტარები / 1 /
ორ კვირიან ვარჯიშებზე ბაიერნში არ ვიცი და დორტმუნდში გავარკვიე და ნებისმიერს ავარჯიშებენ, ვინც საკუთარი სახსრებით მივა და ცხოვრებასაც დაფარავს. კომერციული პროექტია ეგ და ვინც გადაიხდის ყველას იღებენ. არანაირად ინტერესს არ ნიშნავს სამწუხაროდ. თუმცა თუ ძალიან მაგარი ხარ, აუცილებლად შეგამჩნევენ რა თქმა უნდა. ანუ მათი ინტერესი კი არაა, შენ იხდი ფულს და ცდილობ მოაწონო თავი იმ ორ კვირაში რომ მერე აკადემიაში, ე.წ. “ლაისტუნგცენტრში”
დაგიძახონ სავარჯიშოდ და იქაც დაგაკვირდნენ.
რა ინტერესებში?
01:32 10-06-2021
0

სიახლეები პოპულარული