ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყოფილმა თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

36 წლის ფორვარდს კარიერის მანძილზე თბილისის "დინამოში", ბოლნისის "სიონში", საჩხერის "ჩიხურაში", მოლდოვურ "დაჩიაში", "ზესტაფონში", "ყარაბაღში", "საბურთალოში", თერჯოლის "საპოვნელაში", "ცხინვალსა" და "თელავში" უთამაშია.

ყველაზე მეტად კი ქართველ გულშემატკივარს თავი "ზესტაფონში" თამაშით დაამახსოვრა, როცა 2009-13 წლებში იმერული გუნდის მაისურით უმაღლეს ლიგაში 45 გოლი შეაგდო.

ჯაბა კი მოღვაწეობას კვლავ "ზესტაფონში" განაგრძობს, სადაც ბოლოს თამაშობდა კიდეც. დვალი კლუბის გენერალური დირექტორი იქნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში თავი ვერ იპოვა,მაგრამ მართლაც კარგი საკლუბო ბომბარდირი იყო.წარმატებებს ვუსურვებ ახალ ასპარეზზე.მისი თამაშის დროს,ზესტაფონი,საქართველოს ისტორიაში ალბათ,ერთერთი საუკეთესო გუნდი იყო და ვუსურვებ,ახალ თანამდებობაზე,კლუბი ძველ სიმაღლეზე და უფრო მაღლა აეყვანოს.
სოსო
17:53 11-06-2021
2
მართლაც რომ კარგი ფეხბურთელი იყო.
ხვიჩა
19:42 11-06-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული