თუკი ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ითამაშებენ - სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
გაირკვა იმ გუნდების შესახებ, რომლებიც კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში "ბათუმს", "გაგრასა" და "დილას" დაუპირისპირდებიან.

თუკი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სან-მარინოს "ტრე პენეს" ბარიერს გადალახავს, გია გეგუჩაძის კლუბი ბელორუსულ "ბატეს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" მონტენეგროს "სუტიესკასთან" წარმატების შემთხვევაში, თელ-ავივის "მაკაბის" შეხვდება. გაგა კირკიტაძის გუნდის პირველი მატჩი საქართველოში შედგება.

ანდრეი დემჩენკოს "დილას" პირველივე ეტაპზე სერიოზული გამომცდელი ჰყავს - სლოვაკური "ჟილინა". წარმატებული მატჩების შემთხვევაში, გორელები კვიპროსულ "აპოლონს" დაუპირისპირდებიან. ჩვენი კლუბი პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.

ცნობილი გახდა "დინამო"-"ნეფთჩის"
წყვილში დამარცხებულის სავარაუდო მეტოქის ვინაობაც, ისინი ჰაიფას" მაკაბისა" და ალმაათის "კაირათს" შორის უარესს დაუპირისპირდებიან.

წყარო: უეფა


altკონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა



მკითხველის კომენტარები / 2 /
ე.ი. დინამომ ნეფჩი თუ არ გაირა ეგრევე ვარდება ფაქტიურად
გულშემატკივარი
22:58 16-06-2021
1
მარტო დინამო კი არა,სავარაუდოდ მეორე ეტაპის მერე არცერთი გუნდი აღარ გვეყოლება,ნუ ბათუმს აქვს ერთადერთი შანსი.
Master
11:51 17-06-2021
3

სიახლეები პოპულარული