კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

AutoSharing Option
როგორც ფრანგული გამოცემა Grenoble Foot-ი ინსაიდერ მოჰამედ ტუბაშ-ტერზე დაყრდნობით წერს, "საბურთალოს" 22 წლის შემტევი გიორგი კოხრეიძე "გრენობლს" აინტერესებს.

გამოცემის მიხედვით, რამდენიმე წლის წინ ჯაბა ჯიღაურის წარუმატებელი ტრანსფერის მიუხედავად, ლიგა 2-ის გასული სეზონის მე-4-ადგილოსანი კლუბი კოხრეიძის გადაბირებას და მისთვის 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

ქართველი მარცხენა გარემარბი გუნდში ვილი სემედუს ჩამნაცვლებელი უნდა იყოს, რომელიც "გრენობლთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

გიორგი კოხრეიძემ გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა. ნიჭიერი შემტევი ახლაც ტრავმირებულია.

როგორც კლუბში მის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით გვითხრეს, ფეხბურთელს
ტრავმა ჰქონდა და ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს...

რაც შეეხება "გრენობლს", გუნდს ლიგა 1-ში აღზევებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა და პლეი-ოფის ფინალში "ტულუზასთან" დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული