"დინამოს" განაცხადი ცნობილია - სად არის ცხადაძის მითითებული ტრანსფერები?!

AutoSharing Option
7 ივლისს, "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩს" უმასპინძლებს. უეფას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა კახა ცხადაძის გუნდის 20-კაციანი განაცხადი, რომლებიც პირველი რაუნდის მატჩებისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, როინ კვასხვაძე.

მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, ნოდარ იაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი.

ნახევარმცველები: ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ომარაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე.

თავდამსხმელები
: გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თბილისელთა მთავარი
მწვრთნელი ტრანსფერების, კონკრეტულად კი ინდივიდუალისტების შეძენის აუცილებლობასა და გაძლიერებაზე  მიუთითებდა. "დინამოს" ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდს უნგრული "დიოშდიორში" იჯარით მოთამაშე ფეხბურთელები - 20 წლის მცველი სანდრო კალანდაძე და 19 წლის შემტევი გიორგი ომარაშვილი დაუბრუნდნენ.

განმეორებითი შეხვედრა ბაქოში, 14 ივლისს გაიმართება.

alt"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება

alt"ნეფთჩიმ" მოსკოვის "სპარტაკი" დაამარცხა და თბილისში კარგი განწყობით მოდის

altთამაში შემოუტრიალა, მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიფია წადიიიიი
rezi
05 ივლისი 2021 18:01
0
ფიფია წადი დროზე!!!
MT
04 ივლისი 2021 17:58
0
რასაჭიროა ტრანსფერი ლამაზად სატამაშოდ )) ჩვენ ლამაზად უნდა ვითამაშოთ.შარშან დავწერე წელსაც დავწერ მომავალ წელს უკეთესი იქნება )))
beqa
04 ივლისი 2021 17:26
0
მონხილი სადაა?????
zura
04 ივლისი 2021 14:07
1
მონხილმა დატოვა გუნდიო ნახევარი საათის წინ დაწერე ფბ გვერდზე და გაგნიძეც არაა მგონი
iraklibatumi
04 ივლისი 2021 16:57
0
გამოაქვეყნა ინსტაგრამზე განცხადება. ოჯახური მდგომარეობის გამო დინამო დატოვა და ესპანეთში დაბრუნდა.
ss
04 ივლისი 2021 14:59
0
ფიფია ყოფილა უთავმოყვარეო, მარტო ფული აინტერესებს! აქაც ალბათ სოკარებმა უთხრეს არ გააძლიერო გუნდი და გადავიხდითო! ამასაც მეტი რა უნდა?!
valeri
04 ივლისი 2021 13:56
3
ხო აბა რა, სოკარს რომ არ ეთქვა, მილიარდების ჩადებას აპირებდა თურმე :D გაიგეთ ხალხო, შარშან ფარერების შერჩენის მერე, ამ კაცმს სულ რომ გააუქმოს კლუბი, ხმის ამომღები არავინაა
ლადო
04 ივლისი 2021 15:56
0
სამწუხაროდ დინამო ვერ გავა შემდეგ ეტაპზე 100%, კიდევ ერთხელ შევრცხვებით. გამოვა მერე კლუბის ოდიოზური მფლობელი და არანაკლებ ოდიოზური პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაგვაბოლებენ (ალბათ თვითონ ესე ფიქრობენ რომ გვაბოლებენ) და დაიწყება ყველაფერი თავიდან შემდეგ სირცხვილამდე!!!
!!!
04 ივლისი 2021 13:52
0
რა ვერ გავიგე იცით? ათას უაზრობაზე ეწყობა აქციები და დინამო გვიყვარს და პატივმოყვარეობას ეხებაო რო იკითხოს კაცმა და თუ მართლა კიდე უყვარს ვინმეს ეს დინამო შევიკრიბოთ და მოვაწყოთ მსვლელობა ბაზაზე ან რომანას სახლთან ან სადმე ისეთ ადგილას სადაც მოგვისმენენ და ამ კაცს აიძულებენ ან მიხედოს გუნდს ან არადა მოიძებნოს სხვა ისეი თავმოყვარე და დინამო მოყვარე ადამიანი ვინც გუნდს მინიმუმ ნეფჩის და აკტობეების ფანებს არ დაგვასვამს თავზე! ამოვიდა ყელში მართლა!
ლადო
04 ივლისი 2021 13:23
1
100% გეთანხმები,ვიღაცამ ითავოს და დაანონსდეს დრო და წავიდეთ,,,
ასევე
05 ივლისი 2021 10:43
0
პესიმისტი არ ვარ , მაგრამ დიდი ალბათობით დინამო ვერ დაძლევს ნეფტჩის ბარიერს. თუ ასე მოხდება - ფიფია უნდა გავუშვათ დინამოდან (რა თქმა უნდა თუ ჩვენც არ გვკიდია დინამო - როგორც ბატონ რომანს)
ხომერიკი
04 ივლისი 2021 13:15
0
განაცხადზეც ეტყობა რო მოგება მაგრად კიდია ფიფიას, აკადემიის ბავშვების გაყიდვაა მაგის პრიორიტეტი და სულ ფეხებზე კიდია დინამო და მისი სახელი
Georgius
04 ივლისი 2021 12:58
0
მეც ეგრე მგონია. ფეხებზე არ ჰკიდია მაგრამ დინამოს ისტორიული ღირსება და ტრადიციის გაფრთხილება გაძლიერება არ არის ფიფიას პრიორიტეტი. ხო არ იცით ვინმემ გაგნიძე რატომ არ არის? ბათუმთან რო გამოვიდა უნარიანად და აქტიურად მოქმედებდა დანარჩენებთან შედარებით.
გიორგი
04 ივლისი 2021 13:23
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული