"საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის" თამაშით აჯობა" - გულშემატკივრებმა აზერბაიჯანულ გუნდს თამაში დაუწუნეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" (1:2) შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანელი გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან და თავიანთი გუნდის თამაშის ხარისხი არ მოსწონთ.

კლუბის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საინტერესო კომენტარი გამოქვეყნდა:

"სად არიან ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელები? ასეთი მხოლოდ 3 მოთამაშეა. შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ აზერბაიჯანული ფეხბურთი  ვითარდება? მოდით, ვიფიქროთ მომავალზე!"

"მჯერა, რომ "ნეფთჩი" ბაქოში სულ სხვა თამაშს ჩაატარებს!"

"ყველას ვულოცავ. მაგრამ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. არ ვიცი, რატომ არ მოჰყავთ ახალი მოთამაშეები."

"ასეთი გუნდითა და თამაშით ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ევროტურნირებზე, არამედ ჩვენს ჩემპიონატშიც ვერ მივაღწევთ."

"მე "ნეფთჩი" მოედანზე ვერ ვნახე. ის ძალიან სუსტია. შეუძლებელია, ასეთი თამაშით შორს წავიდეთ!"

"ასეთი სამარცხვინო თამაშით მხოლოდ იღბალს უნდა ვენდოთ."

"აზერბაიჯანული ფეხბურთი განადგურებულია. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. საქართველოს დაბალი დონის ლიგის კლუბმა კი "ნეფთჩის"  თამაშით აჯობა. ჩვენ ფეხბურთი არ გვაქვს!"

"დინამომ" ითამაშა, "ნეფთჩიმ" მოიგო."

"ნეფთჩისა" და "დინამოს" განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება. შეგახსენებთ, უეფამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა ევროტურნირების დაწყების წინ გააუქმა.

altცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია

alt"ნეფთჩის" მწვრთნელი: დაძაბულობა აქამდეც იყო და კიდევ უფრო გაიზრდება

altმეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 22 /
აი ნიკოსნაირები აზერების უპირატესობას რო ვერ ხედავენ ეგ მათი პრობლემაა, ბაქო, დუბაის და სინგაპურს არაფრით ჩამორჩება, მაგათი გამონაცვალი გაზით გვიდგას სული, ვის ეჯიბრები? და რაც შეეხება ფიფიას, "დინამო" მისი კერძო საკუთრებაა, აი ზუსტად ისე გადაწყვეტს რისი ხოშიც აქვს, არ მოგწონს უყურე წარმატებულ ძიუდოისტებს ან რაგბს.
vaxo
10:23 09-07-2021
2
რატომ გიკვირთ დაბალ დონეს რომ ახსენებენ ფარერებში სირცხვილი დაგავიწყდათ
დიმა
09:43 09-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული