რუსული strategya მომავალი მატჩის შესახებ წერს:
"საბჭოთა კავშირის დროს ეს კლუბები საკუთარი ქვეყნების სახეს წარმოადგენდნენ, მაგრამ რთული სათქმელია, ახლა ქართველებს რამდენად შეუძლიათ, აზერბაიჯანელებს თანაბრად ეთამაშონ?
"ნეფთჩიმ" 2019 წელს ევროპა ლიგიდან ტულის "არსენალი" ისე გააგდო, მეტოქეს გოლიც არ გაატანინა. ბაქოელებს ძალიან პროგრესირებადი გუნდი ჰყავთ - საკუთარ ჩემპიონატში მათ ჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მომდევნო წელს - ვერცხლი, გასულ სეზონში კი ჩემპიონები გახდნენ.
თბილისურ შეხვედრაში "დინამოს" უპირატესობა ჰქონდა,
ნაკლებად სავარაუდოა, შთამბეჭდავი შეხვედრა ვიხილოთ. სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმება "დინამოს" 1:0 გამარჯვების შემთხვევაშიც, თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შესაძლებლობას აძლევს. ასე რომ, ფრთხილ მატჩს ველით."
მოგეხსენებათ, პირველი მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]
Azerisport: "ბაქოში "ნეფთჩი" მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და არა იღბლის წყალობას"