თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც დამარცხდა თბილისის "დინამო" ბაქოში "ნეფთჩისთან" - ისევ 1:2.

საკუთარ მოედანზე 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელმა კახა ცხადაძემ თქვა, რომ შეცდომებს არ გაიმეორებდნენ და გამარჯვებას შეეცდებოდნენ. მან სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა და მისმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შემდეგ თამაში გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. პირველი ხიფათი მასპინძელთა კართან 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გაბედავას თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ტაიმის დასასრულს კვლავ გაბედავას მიეცა შანსი, ისევ თავით სცადა გატანა და ამჯერად მიზანს
ააცილა. ეგ იყო და ეგ. მეტოქე დასახულ გეგმას მიზანდასახულად მიჰყვებოდა, ტემპს უნარიანად აგდებდა, ხოლო „დინამო“ სახიფათოდ ვერ უტევდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რაც ბაქოურ გუნდს აძლევდა ხელს.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადავიდა „დინამო“ იერიშებზე და დაწინაურდა კიდეც: ხარაბაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კუციას მეკარე მამედოვმა აუღო, რომლისგან ბურთი ძელს მოხვდა, მბოჯიმ ხიფათის განმუხტვა ვერ შეძლო და რადინმა გაიტანა. სამწუხაროდ, თბილისური გუნდის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მეკარე კვასხვაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი ვერ დაიმორჩილა, კურიოზული შეცდომა დაუშვა, მეზა კოლი წააქცია, პენალტით კი ანგარიში მაჰმუდოვმა გაათანაბრა. მერე ალესკეროვმაც დაამწუხრა ჩვენი გუნდი და ყველაფერი დასრულდა.

„დინამო“ საკმაოდ სუსტ გუნდთან დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „ქაირათმა“ გამოაგდო.

ფაქტია, ეს „დინამო“ ცხადაძის დაკომპლექტებული არ არის, ხელახლა ასაწყობი და შეძლებისდაგვარად გუნდს დასამსგავსებელია.

ბაქო. „ბაქსელ არენა“
ნეფთჩი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 რადინი (51), 1:1 მაჰმუდოვი (58, პენ), 2:1 ალესკეროვი (68)

ნეფთჩი: მამედოვი, ჩელიქი, მბოჯი, სტანკოვიჩი, ბულიდოვი, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრენი (ნაჯაფოვი 76), ლავალი, მეზა კოლი (არამიში 72), ალესკეროვი (აბასოვი 90+3)

დინამო (თბ): კვასხვაძე, სპორკსლედე (მორჩილაძე 69), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (ქავთარაძე 90), კუცია (ოსეი 69), ქარდავა (მექვაბიშვილი 74), რადინი (იაშვილი 90), გაბედავა, მარუშიჩი

მკითხველის კომენტარები / 50 /
თბილისის დინამო ,სანამ მატჩოს წინა პერიოდში ტრაბახობას არ შეეშვებით მუდამ ასე იქნება,ეს ის დინამო არ არის საბჭოთა კავშირის დროს რომ შიშის ზარს სცემდა ნებისმიერ გუნდს.
0
სანამ ფიფიაა არაფერი გვესველებაა
rezi
16:35 15-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული